დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ახმეტის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.162.016487 |
|
ახმეტის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება“ დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ახმეტის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
|
მუხლი 2.
საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები |
საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
|
მუხლი 3.
საბჭოს ამოცანები |
საბჭოს ამოცანებია:
1. სტრატეგიული დოკუმენტის მომზადება და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა; 2. სტრატეგიული დოკუმენტაციის განხორციელებაზე ზედამხედველობა და შესრულებული საქმიანობის შეფასება ყოველი წლის ბოლოს; 3. სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული საქმიანობის ანგარიშის წარდგენა მერისა და საკრებულოს წინაშე; 4. შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების მონიტორინგი და შეფასება; 5. სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა; 6. ადრეული განვითარების ხელშეწყობა; 7. წინადადებების შემუშავება შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის თაობაზე; 8. დისკრიმინაციის აღმოფხვრა პროგრამების შემუშავების პროცესში; 9. საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნის მომზადება; 10. შშმ პირთა საკითხების გათვალისწინების მიზნით მერიის მიერ გამოცხადებული ყველა სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება და რეკომენდაციების მომზადება; 11. შშმ პირების მონაწილეობის უზრუნველყოფა სასპორტო ღონისძიებებსა და პარაოლიმპიადებში; 12. სტატისტიკის მომზადება; 13. დონორი ორგანიზაციების მოძიება და ჩართვა. |
მუხლი 4.
საბჭოს უფლებამოსილება |
1.საბჭოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ბ) შშმ პირთა ინტეგრაციის მიზნით ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა; გ) არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა; დ) ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების შემუშავება და მიღება; ე) შშმ პირთა სოციალური და საყოფაცხოვრებო, მათ შორის, სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდაციების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად; ვ) შშმ პირთა მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა; ზ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობის დანერგვისა და პარაოლიმპიური განვითარების ხელშეწყობა; თ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების დანერგვა, გატარება და ხელშეწყობა; ი) შშმ პირებთან დაკავშირებული არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი ახმეტის მუნიციპალიტეტში; კ) შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება; ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენა; მ) შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიცირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა; ნ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია; ო) შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება; პ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები. 3. საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
|
მუხლი 5.
საბჭოს შემადგენლობა |
1. საბჭო შედგება არანაკლებ 15 წევრისგან.
2. საბჭოს თავმჯდომარეა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირი. 3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი. 4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) მერიის სამსახურის უფროსები; ბ) საკრებულოს წევრები; გ) შშმ პირები ან მათი წარმომადგენლები, რომელთა კანდიდატურებს შშმ პირთა კატეგორიებისა და მიმართულებების მიხედვით წარუდგენენ მერს მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირები და მათი ორგანიზაციები, საბოლოო შერჩევა-დამტკიცებას ახდენს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი. 5. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელსაც საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე. |
მუხლი 6.
საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა (სათათბირო ხმით და სათათბირო ხმის გარეშე საბჭოში მონაწილეობა) |
|
მუხლი 7.
შეკრების პერიოდულობა (მიმდინარე და რიგგარეშე) |
1. საბჭო იკრიბება ორ თვეში ერთხელ, ყოველი მეორე თვის პირველ სამშაბათს.
2. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს მიმდინარე შეკრების დღე დაემთხვა დასვენების დღეს, საბჭო შეიკრიბება მომდევნო სამუშაო დღეს. 3. საჭიროების შემთხვევაში საბჭო იკრიბება რიგგარეშე სხდომაზე.
|
მუხლი 8.
საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება |
საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება მორიგ და რიგგარეშე სხდომებს; ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას; გ) დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს ; დ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას; ე) უფლებამოსილია თავმჯდომარის მოადგილეზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება. |
მუხლი 9.
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება |
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე:
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს; გ) ამ დებულებებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
|
მუხლი 10.
საბჭოს მდივანი |
საბჭოს მდივანი პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები