„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 692
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.021007
692
31/12/2018
ვებგვერდი, 31/12/2018
190020010.10.003.021007
„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №692

2018 წლის 31 დეკემბერი

   ქ. თბილისი

„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის №43 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/01/2018, 190020010.10.003.020358) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

 1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 121-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 272 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოები თანდართული რედაქციით.“.

მუხლი 2
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 3
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების დანართი №9 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 4
დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს 2018 წლის 17 დეკემბრიდან.

მუხლი 5
ამ დადგენილების მე-3 მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე