დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016302 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: |
1.
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/05/2012, 040030000.32.057.016087) და:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:“; ბ) დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდგეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) კარტოგრაფიული, გეოინფორმაციული და წინასაპროექტო სამუშაოების შესრულება.“; გ) დებულების მე-2 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალიზებული სტაციონარული მოწყობილობების, მობილური აპარატებისა და შესაბამისი სპეციალისტების მეშვეობით ლაბორატორიის ფუნქციებია ლაბორატორიული კვლევებისა და გამოცდების ორგანიზება და წინასაპროექტო სამუშაოების ჩატარება, კერძოდ: ა) მომეტებული საფრთხისა და საფრთხის შემცველი ობიექტების დიაგნოსტირება კონტროლის არამრღვევი და მრღვევი მეთოდებით; ბ) კონკრეტულ ობიექტზე, გამოყენებული საშენი მასალების (ბეტონი, არმატურა) სიმტკიცის მახასიათებლების განსაზღვრა; გ) ცალკეული ობიექტებისათვის ბეტონის ოპტიმალური რეცეფტების შედგენა; დ) სპეციალური დანიშნულების ობიექტებზე გამოყენებულ ბეტონებში წყალშეღწევადობის კოეფიციენტის განსაზღვრა; ე) საავტომობილი გზების ასფალტის და ასფალტბეტონის საფარის გეომეტრიული პარამეტრების დადგენა და მისი სიმტკიცის მახასიათებლის განსაზღვრა ურღვევი მეთოდების გამოყენებით; ვ) ასფალტისა და ასფალტბეტონის ფიზიკა-მექანიკური თვისებების დადგენა კერნის ამოღებით და მისი ლაბორატორიაში შემდგომი გადამუშავებით; ზ) ბეტონისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციების ექსპერტული გამოკვლევა ურღვევი მეთოდების გამოყენებით; თ) რკინა-ბეტონის კონსტრუქციების არმირების პარამეტრების და არმატურის კოროზიის ხარისხის დადგენა ურღვევი მეთოდების გამოყენებით; ი) ბეტონისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციებში აღმოჩენილი ბზარების პარამეტრების დადგენა და მათი გავლენის დადგენა კონსტრუქციის მდგრადობაზე; კ) მშენებარე და არსებულ ნაგებობებში ბეტონის სიმტკიცის განსაზღვრა კერნის ამოღებით, მისი შემდგომი ლაბორატორიაში გამოცდით და, ასევე, ბეტონის ახლეჩის მეთოდით; ლ) წინასაპროექტო, საკვლევ-საძიებო სამუშაოების განხორციელება, დაკვალვა, დაგეგმვა, კოორდინატული გეომეტრიის ამოცანების გადაწყვეტა, გზების, გვირაბებისა და რკინიგზების მშენებლობისას საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტა, ტოპოგრაფიული დაგეგმვები – ტოპოგრაფიული გეგმების მომზადება, სამშენებლო დოკუმენტის პროექტების მომზადება, შენობა-ნაგებობების პასპორტიზაცია – აზომვითი ნახაზების შედგენა, სკანირება (შენობა-ნაგებობების, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების, ადგილმდებარეობის), სამგანზომილებიანი მოდელების შექმნა, მიწისა და შენობა-ნაგებობების აზომვითი ნახაზების შედგენა და შესაბამის ტენდერებში მონაწილეობის მიღება, სხვა საინჟინრო და არქიტექტურული სამუშაოების ჩატარება; მ) ნივთის მფლობელის/ინსპექტირების ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, სხვადასხვა დანადგარ-მოწყობილობების (მათი ცალკეული კომპონენტების) მწარმოებლის/დამამზადებლის მიერ დადგენილ პარამეტრებთან შესაბამისობის გამოკვლევა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისა და გაცემის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა.“; დ) დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მომსახურება გაუწიოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი ანაზღაურებით, ხოლო სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ თვითმმართველობის ორგანოებს - უსასყიდლოდ, გარდა დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა;“; ე) დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ლაბორატორიის ხელმძღვანელობა 1. ლაბორატორიას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. 2. ლაბორატორიის უფროსის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად სამინისტრო აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს და კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს დასანიშნად მთავრობას. 3. ლაბორატორიის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ლაბორატორიის უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. 4. ლაბორატორიის უფროსის მოადგილე ახორციელებს კონტროლს და კოორდინაციას უწევს ლაბორატორიის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს. ლაბორატორიის უფროსის მოადგილის კონკრეტულ უფლებამოსილებებს განსაზღვრავს ლაბორატორიის უფროსი შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. ლაბორატორიის უფროსის არყოფნის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან შეწყვეტის შემთხვევაში ლაბორატორიის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს ლაბორატორიის უფროსის მოადგილე.“; ვ) დებულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს ლაბორატორიის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე;“. |
2.
დადგენილება ძალაშია 2019 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები