„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 5 მარტის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 5 მარტის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2018
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016304
38
28/12/2018
ვებგვერდი, 04/01/2019
040030000.32.057.016304
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 5 მარტის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №38

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 5 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 5 მარტის №7 დადგენილებაში (ვებგვერდი, 06/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016273) და:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის,  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის კანონის მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად:“;

ბ) დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბულვარს ხელმძღვანელობს ბულვარის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.“;

გ) დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „4.19“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.19. კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს წარუდგენს  ანგარიშს ბულვარის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე.“;

ე) დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბულვარის დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე, რომლებსაც სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ბულვარის დირექტორის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.“;

ვ) დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილება ძალაშია 2019 წლის 1  იანვრიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე