დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.32.057.016303 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: |
1.
შეტანილ იქნეს ცვლილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებაში (სსმ, 15.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.32.057.016204) და:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად:“; გ) დადგენილების 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულება, თანახმად დანართისა. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 33 (ოცდაცამეტი) საშტატო ერთეულით.“; დ) დადგენილებას დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „21აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს.” ე) დადგენილების დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულება“; ვ) დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებს საქართველოს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ტურიზმის მოვლა-შენარჩუნებისა და განვითარების დარგში.“; ზ) დებულების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ამოცანებს.“; თ) დებულების მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შეიმუშაოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განსახილველად წარუდგინოს საკითხები ტურიზმისა და კურორტების განვითარების სფეროში არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ, სამ თვეში ერთხელ ასევე მოთხოვნის შესაბამისად, სამინისტროს წარუდგინოს ანგარიში (ინფორმაცია) განხორციელებული საქმიანობის შესახებ;“; ი) დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით, არაუმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე; გ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს და გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ე) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს. ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სამსახურის საშტატო ნუსხას და წლიური ბიუჯეტის კვარტალურ განწერას ; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე; თ) სამ თვეში ერთხელ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს წარუდგენს დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშს; ი) წარმოადგენს დეპარტამენტს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; კ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებსა და სხვა საჯარო მოხელეებს შორის; ლ) ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოებს – კომისიებსა და საბჭოებს; მ) შეიმუშავებს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს; ნ) ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით, არაუმეტეს დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. 4. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ დეპარტამენტის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ასრულებენ დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს. 5. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას დროებით ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას დროებით ასრულებს წინასწარ განსაზღვრული მისი ერთ-ერთი მოადგილე.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები