დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 28 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.057.016301 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 28 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: |
1.
შეტანილ იქნეს ცვლილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 28 ივნისის №17 დადგენილებაში (სსმ, 29/06/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.057.016252) და,
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად:“; გ) დადგენილების პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულება, თანახმად დანართისა. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 59 (ორმოცდაცხრამეტი) საშტატო ერთეულით.“; დ) დადგენილებას დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,2.1აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს.” ე) დადგენილების დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულება“; ვ) დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება.“; ზ) დებულების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინაშე, ასრულებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ამოცანებს.“; თ) დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შეიმუშაოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განსახილველად წარუდგინოს საკითხები საავტომობილო გზების და სამელიორაციო სისტემების სფეროში არსებული მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ;“; ი) დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) სამ თვეში ერთხელ, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინოს ანგარიში (ინფორმაცია) განხორციელებული საქმიანობის თაობაზე“; კ) დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით, არაუმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე; გ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს და გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ე) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს. ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სამსახურის საშტატო ნუსხას და წლიური ბიუჯეტის კვარტალურ განწერას; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე; თ) სამ თვეში ერთხელ, ასევე მოთხოვნის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის თაობაზე; ი) წარმოადგენს დეპარტამენტს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; კ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებსა და სხვა საჯარო მოხელეებს შორის; ლ) ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოებს – კომისიებსა და საბჭოებს; მ) შეიმუშავებს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს; ნ) ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით, არაუმეტეს დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ დეპარტამენტის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს. 5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს წინასწარგანსაზღვრული მისი ერთ-ერთი მოადგილე.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები