„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2018
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016298
32
28/12/2018
ვებგვერდი, 04/01/2019
040030000.32.057.016298
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №32

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში (სსმ, №165, 17/12/2010) და,

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სატყეო მეურნეობის მართვის უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის და „აჭარის ავტონომიური რესპუ­ბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე”;

ბ) დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნე­ბ­რი­ვი რესურსების სამმართველომ.“.

2. დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „აჭარის სატყეო სააგენტოს დებულებაში“ (დანართი №1) შეტანილ  იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა)1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აჭარის სატყეო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“;

ბ) მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს  მიერ ჩატარებული გამარტივებულ საჯარო კონკურსის საფუძველზე, აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.“;

გ) დებულებას მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს და სამმართველოს უფროსს ყოველკვარტალურად, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს, ხოლო სამმართველოს უფროსს  ყოველკვარტალურად წარუდგენს  სააგენტოს ფინანსურ ანგარიშს;“;

დ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამმართველოს უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.“.

3. დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ „სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპურ დებულებაში“ (დანართი №2) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების 1-ლი მუხლის, 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აჭარის სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუ­წყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართ­ველოს (შემდგომში – სამმართველო) სისტემაში შემავალი საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიული ადმინისტრაცია.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე