„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2018
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240070.32.057.016296
30
28/12/2018
ვებგვერდი, 04/01/2019
010240070.32.057.016296
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №30

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: 

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №53 დადგენილებასა (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 17.12.2010, 010240070.32.057.016010) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინის­ტრა­ციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:”;

გ) დადგენილების 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს თანდართული დებულება.

2.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 45 (ორმოცდახუთი) საშტატო ერთეულით.“;

დ) დადგენილებას დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფლებამონაცვლეს.”

ე) დადგენილების დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულება”;

ვ) დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესე­ბულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) შექმნილია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქ­ტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად და წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას.“;

ზ) დებულების 1-ლი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამმართველო ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინაშე.”;

თ) დებულების მე-3 მუხლის, ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიმუშაოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განსახილველად წარუდგინოს სამართლებრივი აქტების პროექტები და წინადადებები ბიომრავალფეროვნების, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, ტყეებისა და გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ;”;

ი) დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამმართველოს მართვას ახორციელებს სამმართველოს უფროსი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით, არაუმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონო­მიუ­რი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონო­მიუ­რი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.“;

კ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იყენებს სამმართველოს ფუნქციონირებისათვის ბიუჯეტით გამოყოფილ სახსრებს და ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის;“;

ლ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სამმართველოს საშტატო ნუსხას, წლიური ბიუჯეტის კვარტალურ განწერას და სახელფასო ფონდს;“;

მ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) შეიმუშავებს სამმართველოს სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველკვარტალურად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;“;

ნ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამმართველოს უფროსის მოადგილეებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით, არაუმეტეს სამმართველოს უფროსის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონო­მიუ­რი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონო­მიუ­რი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.  

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე