,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2018
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.057.016295
29
28/12/2018
ვებგვერდი, 04/01/2019
010320020.32.057.016295
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №29

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1  დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 09/01/2017; სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.057.016236) და,

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის  შესაბამისად“;

ბ) დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აჭარის    ავტონომიური    რესპუბლიკის    სოფლის    მეურნეობის    სამინისტრო (შემდგომში   –    სამინისტრო)   არის   ,,აჭარის   ავტონომიური   რესპუბლიკის   შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონის  შესაბამისად  შექმნილი სამთავრობო დაწესებულება.“;

გ) დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტრო   ანგარიშვალდებულია  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ამოცანებს.“;

დ) დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სამინისტროს მმართველობის სფერო და  ამოცანები

1. სამინისტროს მმართველობის სფეროში შედის გარემოს დაცვის, აგროსასურსათო, აგროგადამამუშავებელი, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის, მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობის, აგროსაინჟინრო და ვეტერინარიის დარგები.

2. სამინისტროს ამოცანებია:

ა)  რეგიონში გარემოს დაცვის,  სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში პოლიტიკის შემუშავება და მართვა;

ბ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგებისა და მიმართულებების განვითარების მიზნით შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება;

გ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დარგის სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

დ) აგრარული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა ეროვნული ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით;

ე) სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის გადამუშავებისა და სასურსათო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა;

ვ) სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

ზ) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოებასა და რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

ი) სასელექციო, სანერგე, სანაშენე, მეთესლეობის, ჯიშთა გამოცდისა და მცენარეთა დაცვის საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;

კ) საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით აგრარული ექსტენციის განვითარება;

ლ) რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონსოლიდაციის, რაციონალური გამოყენების, ნაყოფიერების გაზრდისა და შენარჩუნების ხელშეწყობა;

მ) სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეურნე სუბიექტების საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებისათვის ხელშეწყობა;

ნ) რეგიონში ბიოაგროწარმოების ხელშეწყობა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა;

პ) რეგიონში აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებებისა და სხვა ლიდერ მიდგომების განვითარების ხელშეწყობა;

ჟ) აგრობიზნესის განვითარების, მათ შორის სასოფლო - სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობა;

რ) შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;

ს) საექსპორტო პოტენციალის გამოყენებისა და ეროვნული სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

ტ) უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

უ) მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინტერესების ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;

ფ) მემცენარეობის, მეცხოველეობისა და ვეტერინარული საქმიანობის ხელშეწყობა;

ქ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება;

ღ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამების/ ქვეპროგრამების მართვა და მათი განხორციელების კონტროლი;

ყ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.“;

ე) დებულების მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) შეიმუშაოს  და  მთავრობის  სხდომაზე  განსახილველად  წარადგინოს  საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნეობის   სფეროში  არსებული   მდგომარეობისა   და   მისი   გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ;“;

ვ) დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამინისტროს ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.“;

ზ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილეს, სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილეს, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს, დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს, დასანიშნად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას – სამინისტროსა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის კანდიდატურას;“;

თ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამტკიცებს  სამინისტროს  სტრუქტურული  ქვედანაყოფების  დებულებებსა  და სტრუქტურას, ხოლო სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების   დებულებასა და სტრუქტურას, სამინისტროსა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებასა და სტრუქტურას დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;“;

ი) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  სამინისტროს სისტემაში შედის:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები;

ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი  და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლს ან/და დამფუძნებლის უფლებამოსილებას ახორციელებს სამინისტრო.“;

კ) დებულების მე-5 მუხლს დაემატოს ,,21“ პუნქტი  შემდეგი რედაქციით:

„21. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებაა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო.“;

ლ) დებულების მე-5 მუხლს დაემატოს ,,31“ პუნქტი  შემდეგი რედაქციით:

„31.სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების მმართველობის  სფერო,  უფლება-მოვალეობები  და  საქმიანობის  ძირითადი მიმართულებები  განისაზღვრება  დებულებით, რომელსაც მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.“;

მ) დებულების მე-11 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ერთეულთან კომუნიკაცია, ინფორმაციისა და სტატისტიკური მონაცემების გაცვლა;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე