დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 4 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016292 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 4 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: |
1.
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 4 აგვისტოს №24 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“, №90 (23-155), 10.08.09, გვ. 8-9) და:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად”. ბ) დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.“; გ) დებულების მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. 2. ცენტრის დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ცენტრის დირექტორის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.“; დ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ცენტრის დირექტორის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო ცენტრის დირექტორის მოადგილის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან ცენტრის დირექტორის მოადგილის უფლებამოსლების შეწყვეტის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს ცენტრის დირექტორის მიერ წინასწარ განსაზღვრული ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“. ე) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე. |
2.
დადგენილება ძალაშია 2019 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები