,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2018
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016291
25
28/12/2018
ვებგვერდი, 04/01/2019
040030000.32.057.016291
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №25

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. ბათუმი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტ­კიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნო­ემბ­რის №46 დადგენილებაში (სსმ, №154, 25/11/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016003) და:

ა) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი  შეიცვალოს და ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც არაუმეტეს მთავრობის უფლებამო­სი­ლების ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულ­ტუ­რისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ინიცია­ტი­ვით ან მინისტრის წარდგინებით.’’.

ბ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი  შეიცვალოს და ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„4. დირექტორის მოადგილე შეიძლება იყოს ეკონომიკის, არქიტექტურის ან სა­მარ­თალმცოდნეობის სპეციალობის უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც არაუმეტეს სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების ვადით, სააგენტოს დირექტო­რის წარდგინებით ან/და საკუთარი ინიციატივით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დე­ბობიდან ათავისუფლებს მინისტრი.’’.

გ) დებულების მე-5 მუხლის  ,,კ’’ ქვეპუნქტი შეიცვალოს და  ჩამოყა­ლიბ­დეს შემ­დე­გი რედაქციით:

„კ) ვალდებულია კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამი­ნისტ­როს წარუდგინოს  ანგარიში სააგენტოს  საქმიანობის  თაობაზე;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე