,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის -აჭარის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2018
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016290
24
28/12/2018
ვებგვერდი, 04/01/2019
040030000.32.057.016290
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის -აჭარის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №24

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. ბათუმი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 მაისის N12 დადგენილებაში (სსმ
ვებგვერდი, 08/05/2018, ს/კ 040030000.32.057.016278), და

ა) დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„3. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე. მოადგილეებს შორის ფუნქციები ნაწილდება დირექტორის ბრძანების საფუძველზე. მუზეუმის დირექტორის მოადგილეს, არაუმეტეს მუზეუმის დირექტორის უფლებამოსილების ვადით, მუზეუმის დირექტორის წარდგინებით ან/და საკუთარი ინიციატივით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.

ბ) დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუზეუმის დირექტორი ვალდებულია კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს წარუდგინოს ანგარიში მუზეუმის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე