,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის N95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2018
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016289
23
28/12/2018
ვებგვერდი, 04/01/2019
040030000.32.057.016289
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის N95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის N95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №23

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. ბათუმი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №238 (22.404), 29.12.06) და:

ა) დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც არაუმეტეს მთავრობის უფლე­ბა­მო­სი­ლების ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დირექტორს თანამ­დე­ბო­ბიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ინიციატივით ან მინისტრის წარდგინებით.’’;

 ბ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე – ადმინისტრაციულ სფეროში და შემოქმედებით დარგში. დირექტორის მოადგილეებს არაუმეტეს დირექტორის უფლებამოსილების ვადით, ცენტრის დირექტორის წარდგინებით ან/და საკუთარი ინიციატივით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.’’;

გ) დებულების მე-5 მუხლის  მე-4 პუნქტი  შეიცვალოს და  ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„4. ცენტრი ვალდებულია კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს წარუდგინოს ანგარიში ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე