დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.32.057.016283 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: |
1.
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებაში (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი, 30/06/2017, 430210000.32.057.016256) და:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად“; ბ) დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“ ქვეპუნქტი : ,,გ1) საქვეუწყებო დაწესებულებას - საარქივო სამმართველოს;“; გ) დებულების მე-6 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 6. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება 1. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებია – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და საარქივო სამმართველო. 2. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი უზრუნველყოფს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელებას. 3. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველო ახორციელებს საარქივო საქმის მართვას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 4. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებება – საარქივო სამმართველოს გააჩნია ტერიტორიული ორგანოები, რომლებიც წარმოადგენენ ამ დაწესებულებას შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში. საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოების დებულებას და სტრუქტურას ამტკიცებს მინისტრი. 5. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურა, საქმიანობის სფერო და ძირითადი მიმართულებები, უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები