სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ (ს/ნ202359009) ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ (ს/ნ 202359009) არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 789
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/12/2018
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
789
28/12/2018
ვებგვერდი, 31/12/2018
სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ (ს/ნ202359009) ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ (ს/ნ 202359009) არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №789

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ (ს/ნ202359009) ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ (ს/ნ 202359009) არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის” მე-8 მუხლის მე-2, მე-9 და 91 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებსა და აღმასრულებელ დირექტორს შორის ფუნქციების განაწილების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 ოქტომბრის №238/04 ბრძანების საფუძველზე:

1. დასრულდეს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ (ს/ნ202359009) ლიკვიდაციის პროცესი.

2. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ (ს/ნ202359009) დაეხუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი სალიკვიდაციო ანგარიშები.

3. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ (ს/ნ202359009) ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო რეესტრიდან.

4. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ (ს/ნ202359009) მიეცეს თანხმობა გარდაიქმნას არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ (ს/ნ202359009) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე “ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 25 ივლისის №465 განკარგულება.

6. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს შესაბამისი რეაგირებისათვის.

7. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

8. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

9. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 არჩილ მესტვირიშვილი