დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის − „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 673 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.020989 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის − „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2014, 300160070.10.003.017673) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. წიაღის უბანზე წიაღით სარგებლობის სამართლებრივი ნორმების დარღვევის, ასევე ბუნებრივი ან ტექნოგენური ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული სტიქიური უბედურებების შედეგად სასარგებლო წიაღისეულის საბადოებსა და გამოვლინებებზე შეუქცევადი ბუნებრივი პროცესების განვითარების შემთხვევაში, რამაც გამოიწვია მიწისქვეშა წყლების დაშრეტა ან/და სხვა სასარგებლო წიაღისეულის საბადოებისა და გამოვლინებების გაუვარგისება (მოსპობა), გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენა ხორციელდება გარემოზე მიყენებული ზიანის დამდგენი კომისიის მიერ, რომელიც სპეციალურად იქმნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით.“. 2. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) ნორმების შეთანხმებას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელებისას, ზედაპირული წყლის ობიექტ(ებ)ში ჩამდინარე წყალთან ერთად დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვებით, რომელთა რაოდენობაც აღემატება ზ.დ.ჩ.-ის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) უფლებამოსილ პირთან შეთანხმებულ ნორმებს ან დამაბინძურებელ ნივთიერებათა ნებისმიერი რაოდენობის უნებართვო ჩაშვებით; ბ) ნებისმიერი პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტ(ებ)ში ჩაშვებას და რომლის საქმიანობაც არ წარმოადგენს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვებით, რომელთა კონცენტრაცია ჩამდინარე წყალში აღემატება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას ან რომელთა ზედაპირული წყლის ობიექტ(ებ)ში ჩაშვება არ შეიძლება მოქმედი კანონმდებლობით.“; ბ) მე-5 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ე) იმ შემთხვევაში, თუ დამაბინძურებელ ობიექტს კონკრეტული დამაბინძურებელი ნივთიერებ(ებ)ისათვის არ გააჩნია ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) შეთანხმებული ნორმები, D – დასაშვები კონცენტრაციის მაჩვენებლად გამოიყენება ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზ.დ.კ.), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულია ისეთი დამაბინძურებელი ნივთიერება, რომლისთვისაც არ არის დადგენილი ზედაპირული წყლის ობიექტებში ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზ.დ.კ.) – D=0;“. 3. მე-11 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დამაბინძურებლის მიერ ზიანის ანაზღაურება ხდება სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი, გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) საფუძველზე.“; ბ) მე-9 პუნქტის „ბ.ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა.დ) D − ჩამდინარე წყლებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა დასაშვები კონცენტრაცია, თანახმად სამინისტროს მიერ დამტკიცებული ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) ნორმატივებისა, მგ/ლ;“; გ) მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჭარბი რაოდენობის შემცველი ჩამდინარე წყლების მუდმივი ჩაშვების შედეგად ხანგრძლივი პერიოდის (1 წელი, 2 წელი და ა.შ.) განმავლობაში, გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრისას (გამოანგარიშებისას), დამაბინძურებელი ნივთიერების მასის მაჩვენებლად გამოიყენება სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა №04-I-01-ის მონაცემები, თუ მათი სისწორე დადასტურებულია სამინისტროს მიერ.“; დ) მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) გემებს (მწვანეს), რომელთაც გააჩნიათ „მარპოლ-73/78“ კონვენციის II, III, IV და V დანართების შესაბამისად მიღებული სერტიფიკატები, უფლება აქვთ, მოახდინონ სამეურნეო-ფეკალური წყლების ჩაშვება შავ ზღვაში დადგენილი საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. დაჯარიმებას შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ ის გემები, რომელთაც, „მარპოლ-73/78“ კონვენციის II, III, IV და V დანართების შესაბამისად, დანადგარები გამოსული აქვთ მწყობრიდან ან თუ ისინი არ შეესაბამებიან კონვენციის მოთხოვნებს. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ვალდებულია, ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებისა და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე, დაამტკიცოს დანადგარის მწყობრიდან გამოსვლის ან კონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტი.“.
4. დანართი 8 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 8
ნარჩენებით მიწის დაბინძურების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის გასაანგარიშებელი ნორმატივი (G), ლარებში
5. დანართი 10 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი 10
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები