„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 664
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010110010.10.003.020981
664
28/12/2018
ვებგვერდი, 31/12/2018
010110010.10.003.020981
„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №664

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2014, 010110010.10.003.017882) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი შესრულების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელება.

3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით შესაბამისი აქტის გამოცემას.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“:

ა) მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზ) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო;“;

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) – საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 4 იანვრის №116 ბრძანებით დამტკიცებული „მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრი.“;

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. პროგრამის ადმინისტრირება

1. პროგრამის ადმინისტრირების ორგანოა სააგენტო, რომლის უფლება-მოვალეობებია:

ა) ფულადი დახმარების დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება;

ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატიზებული საშუალებების, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება (ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს);

გ) ფულადი დახმარების მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.

2. ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

3. სააგენტო უფლებამოსილია, პროგრამის ადმინისტრირებისას გამოიყენოს მის ხელთ არსებული სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებული მონაცემთა ბაზები, მათ შორის,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზა საზღვრის კვეთის თაობაზე ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.

4.  პროგრამის მე-5 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გაითვალისწინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია ბენეფიციარის, ბენეფიციარის მშობლის/მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის საზღვრის კვეთის თაობაზე.       

5.  პროგრამის მე-5 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო ხელმძღვანელობს „მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში“ არსებული ინფორმაციით და არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში ფიზიკურ პირთა შესახებ არსებული პერსონალური მონაცემების სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.“;

დ) მე-4 მუხლი მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის ბენეფიციარის მშობელი/მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:

ა) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ფულადი დახმარების გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არაუგვიანეს 15 დღისა;

ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.“;

ე) მე-5 მუხლი მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსების წყაროა წლიური საბიუჯეტო კანონით „მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება“ პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნება.“;

ვ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7.  ფულადი დახმარების ოდენობის გადაანგარიშება

სააგენტოს მიერ ფულადი დახმარების გადაანგარიშება ავტომატურად განხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი დახმარების ოდენობის ცვლილებების შემთხვევაში ან/და დასახლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებისას, ხოლო ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის (მაღალმთიანი რეგიონიდან სხვა დასახლებაში გადასვლა ან პირიქით) შეცვლისას, თუ ახალი მისამართი აკმაყოფილებს ამ პროგრამის პირობებს ან/და, თუ ბენეფიციარის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მოიპოვა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, გადაანგარიშება განხორციელდება სააგენტოში მიმართვისა და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“;

ზ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზედმეტად დარიცხული ფულადი დახმარების დაბრუნება შესაძლებელია სააგენტოს გადაწყვეტილებით დანიშნული ფულადი დახმარების არაუმეტეს 20%-ის დაკავების მეშვეობით, იმ შემთხვევებში, როდესაც ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია ბენეფიციარის მშობლის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე