დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4225-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.019380 |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის 45-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „45. სესხის გამცემი სუბიექტი – სესხის გამცემი სუბიექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.“. 2. 982 მუხლის მე-3 ნაწილის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) სესხის გაცემა ან/და ამ პირის მიმართ არსებული მოთხოვნის შესაძენად განხორციელებული გადახდა. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირთან განხორციელებულ ოპერაციებზე;“; ბ) „ზ“−„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე; ზ1) პარტნიორი ფიზიკური პირის ან პარტნიორი არარეზიდენტის მიერ მესამე პირისგან აღებული სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხა შეადგენს სესხის უზრუნველსაყოფად საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობას. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე; თ) კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან სესხის გამცემი სუბიექტის მიერ პარტნიორ არარეზიდენტზე, ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პარტნიორზე ან კაპიტალში არანაკლებ 1 პროცენტით მონაწილეობის უფლების მქონე პარტნიორ ფიზიკურ პირზე სესხის გაცემა ან/და პარტნიორის მიერ მესამე პირისგან აღებული სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხა შეადგენს სესხის უზრუნველსაყოფად საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობას.“. 3. 109-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას ახორციელებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.“. 4. 188-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის ცხრილის მე-3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ბ) 11 და 12 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისთვის: ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული: ა.ა) ფილტრიანი სიგარეტებისთვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამი; ა.ბ) უფილტრო სიგარეტებისთვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 10 პროცენტის ჯამი; ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდში მითითებული საქონლისთვის 20 ცალზე, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდში მითითებული საქონლისთვის 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამი. შენიშვნა: აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისთვის საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი დგინდება ამ საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებისა და საგადასახადო ორგანოში არსებული სხვა ინფორმაციის საფუძველზე არაუგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა და გამოიყენება მომდევნო წლის 1 იანვრიდან 1 წლის განმავლობაში. 12. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებულ სიგარეტებზე, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 და 2403 99 900 02 კოდებში მითითებულ საქონელზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისთვის საცალო სარეალიზაციო ფასს და მისი დადგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“. 5. 269-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 ნაწილი: „11. საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება აღიარებულია და გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადები და ჯარიმების 50 პროცენტი.“. 6. 270-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ კოდექსის 279-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილებით, 289-ე მუხლის მე-6, მე-14 და მე-15 ნაწილებით და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.“. 7. 272-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.“. 8. 274-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 274. საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევა 1. საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით. 2. საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. 3. თუ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება.“. 9. 275-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები: „21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. 22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.“; გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“; დ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.“. 10. 309-ე მუხლის: ა) 79-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „79. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა; ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ ობიექტში, რომელზედაც 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა; გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი); დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2023 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს; ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი; ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი. შენიშვნა: ამ ნაწილის მიზნისთვის, თუ 2008 წლის 8 აგვისტოდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტში განთავსებულ უძრავ ქონებაზე, როგორც მშენებარე ობიექტზე, საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შემძენზე, ამ ქონების მიწოდებასთან დაკავშირებით ქონების მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება მიიჩნევა უძრავი ქონების მიწოდების ნაწილად, ხოლო მიწოდების დროდ ჩაითვლება სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების დასრულების მომენტი.“; ბ) 812 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „812. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების საფუძველზე 2015 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა შეადგენს: ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 8 წელს; ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 7 წელს; გ) 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 4 წელს; დ) 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 3 წელს.“; გ) 87-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ფიზიკურ პირზე 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხის, აგრეთვე ამ სესხზე დარიცხული პროცენტისა და ჯარიმის პატიების (ჩამოწერის) შედეგად ამ ფიზიკური პირის მიერ მიღებული სარგებელი, თუ აღნიშნული ფიზიკური პირისთვის შესაბამისი ვალდებულების პატიება (ჩამოწერა) კომერციულმა ბანკმა ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ განახორციელა.“; დ) 881 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „881. კომერციული ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ მუხლის 87-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირისთვის ნაპატიები (ჩამოწერილი) თანხა გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) შესაბამისი პერიოდისთვის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითულია სესხის შესაძლო დანაკარგების რეზერვი; ბ) შესაბამისი პერიოდისთვის ერთობლივ შემოსავალში შეტანილი არ არის სესხზე დარიცხული პროცენტი და ჯარიმა. შენიშვნა: ამ ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვის გათვალისწინებით კომერციული ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთობლივ შემოსავალში შეტანას არ ექვემდებარება ამ მუხლის 87-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირისთვის ნაპატიები (ჩამოწერილი) ვალდებულების ღირებულება.“; ე) 94-ე და 95-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „94. კომერციული ბანკი, საკრედიტო კავშირი, სადაზღვევო ორგანიზაცია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სესხის გამცემი სუბიექტი მოგების გადასახადით ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით იბეგრებიან 2023 წლის 1 იანვრიდან. 95. 2023 წლის 1 იანვრამდე კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, სადაზღვევო ორგანიზაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 27 დეკემბერი 2018 წ. N4225-რს |
დოკუმენტის კომენტარები