„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4148-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.019389
4148-რს
26/12/2018
ვებგვერდი, 31/12/2018
040030000.05.001.019389
„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 19.07.2010, მუხ. 235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიაზე მის მიერ შესაბამისი აქტით ან ხელშეკრულებით მინიჭებული ტყითსარგებლობის უფლების განხორციელების კონტროლი და ამ მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო  ტყითსარგებლობის ფაქტის აღმოჩენისას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოსათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტის გამოვლენის პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი აქტის შედგენა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება;“.

3. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-20 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სააგენტოს შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.“.

5. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

ქუთაისი,

26 დეკემბერი 2018 წ.

N4148-რს