„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016520
75
28/12/2018
ვებგვერდი, 03/01/2019
010250020.35.122.016520
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №75

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. წყალტუბო

 

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა -პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  „ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის №11 დადგენილებაში (სსიპ – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016180. 01/04/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სასაფლაო – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალად“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი და 2.1. პუნქტები ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტები შეიცვალოს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. ახალი სასაფლაოების გახსნა

1. ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს სულ მცირე 100 მეტრის (ასი მეტრის) დაშორებით საკარმიდამო მიწის ნაკვეთებიდან, საცხოვრებელი შენობებიდან, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტიდან, სარეკრეაციო ტერიტორიიდან  და დასასვენებელი ადგილებიდან, ხოლო თუ ახალი სასაფლაოს მოწყობა (გახსნა) ხდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთებიდან, საცხოვრებელი შენობებიდან 100 მეტრის რადიუსში, სასაფლაოს გახსნით დაინტერესებული პირის მიერ ადგილობრივ თვითმმართველობაში წარდგენილი უნდა იქნას ამ მონაკვეთში მცხოვრები  მოსახლეობის უმრავლესობის (არანაკლებ 2/3-ის) ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობები.

2. ახალი სასაფლაოების მოწყობის პროექტები, სასაფლაოების ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელება, მოქმედი სასაფლაოების გაფართოება და რეკონსტრუქცია საჭიროებს  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსთან  სავალდებულო შეთანხმებას,რაც უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და საავტომობილო გზების შესახებ საქართველოს კანონის  განსაზღვრულ პირობებს, ხოლო სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (გარდა კერძო სასაფლაოსი) აღმასრულებელი ორგანოს დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე ხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუქნტში სიტყვები „მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შეთანხმებული სასაფლაოს პროექტის საფუძველზე“ შეიცვალოს სიტყვებით „ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ შეთანხმებული სასაფლაოს პროექტის საფუძველზე“.

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში ამოღებულ იქნეს სიტყვები: „სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაგეგმარების პროექტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით განკარგულებით ამტკიცებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო“.

5. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სასაფლაოების ტერიტორიის მოვლა-პატრონობა“.

6. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) დაკრძალულ პირთა სარეგისტრაციო ბაზის წარმოება.“

7. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. გარდაცვლილის სასაფლაოზე დაკრძალვის შესახებ მუნიციპალური სასაფლაოს მმართველი იურიდიულ პირი გარდაცვლილის ჭირისუფალზე (მათგან დაინტერესებულ პირზე) გასცემს შესაბამის მოწმობას მისი აღრიცხვის რიგითობისა და საფლავის (სამარის) ნომრის მითითებით.

13. მუნიციპალურ სასაფლაოზე საფლავის (სამარის) წინასწარ შესყიდვის (გამოყოფის) შესახებ მუნიციპალური სასაფლაოს მმართველი იურიდიულ პირი დაინტერესებულ პირზე გასცემს შესაბამის მოწმობას მისი აღრიცხვის რიგითობისა და საფლავის (სამარის) ნომრის მითითებით“.

8) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების საკითხი საჭიროებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან სავალდებულო შეთანხმებას.

2. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების თაობაზე დაინტერესებულმა პირმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმსასრულებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში – დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) საკუთრებაში არსებულ – მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.

გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე ფერადი) სათანადო დეტალიიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით (გეგმაზე ნაჩვენები უნდა იყოს უახლოესი საცხოვრებელი შენობები და მათი მანძილი საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებიდან.

დ) იურიდიული პირის შემთხვევაში – დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთ და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

ე) ამ წესის მე-3 მუხლის მე–2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

3. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების თაობაზე გადაწყვეტილებას, აღმასრულებელი ორგანოს მიერ შეთანხმებული პროექტის წარდგინების საფუძველზე, განკარგულების ფორმით იღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ ივანეიშვილი