„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ნოემბერის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ნოემბერის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.122.016519
74
28/12/2018
ვებგვერდი, 03/01/2019
210020010.35.122.016519
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ნოემბერის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №74

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. წყალტუბო

 

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ნოემბერის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ნოემბერის №70 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.122.016335. 18/11/2015) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს.“

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებელი ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს ერთი ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 3 ლარის ოდენობით.

2. ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობისათვის მოსაკრებელი განისაზღვროს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ თითოეულ გრძივი მეტრისათვის 0,2 ლარის ოდენობით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №2) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. მოსაკრებლის ცნება

მოსაკრებელი არის პირის მიერ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ოდენობით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ განსაზღვრული, მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის გადასახდელი სავალდებულო თანხა.“

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №3) პირველი მუხლის მე- 5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ან/და შესაბამისი სამსახურის მიერ მოსაკრებელი ამოიღება ამ წესის შესაბამისად.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №3) მე-3 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ან/და შესაბამისი სამსახურის მიერ ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წამოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.“.

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ქვითარი შენახული უნდა იქნეს სამი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვის შემთხვევაში მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ან/და შესაბამისი სამსახური.“.

გ) მე- 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება:

ა) ფიზიკური პირებისათვის (გარდა ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული პირებისა) – 0.50 ლარი ერთ სულ მოსახლეზე თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.

ბ) ორგანიზებულ სექტორში განთავსებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – 0.40 ლარი ერთ სულზე თვეში;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის – 0,30 ლარი ერთ სულზე თვეში;

დ) მეწარმე ფიზიკური პირების, სამეწარმეო (არასამეწარმეო) იურიდიული პირებისათვის ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის – 13.41 ლარი კუბ. მეტრი დაგროვილი ნარჩენების გატანისათვის.’’

6. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №3) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასუფთავებისათვის მომსახურების გაწევაზე და მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულებებს დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, მეწარმე ფიზიკურ პირებთან, სამეწარმეო (არასამეწარმეო) იურიდიულ პირებთან დებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ან/და შესაბამისი სამსახური.“

7. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №3) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. კონტროლი მოსაკრებლის გადახდევინებისათვის

დასუფთავების წესების დარღვევაზე და დამრღვევთა მიმართ „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული ნორმების განხორციელებაზე კონტროლი ეკისრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას ან/და შესაბამის სამსახურს.“

8. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №4) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაგვა-დასუფთავების ობიექტების ჩამონათვალს ადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ან/და შესაბამისი სამსახური.“

9. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №4) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე ვალდებულია დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად, ხოლო მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია გააფორმოს ხელშეკრულება და დარეგისტრირდეს გადამხდელად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში ან/და შესაბამის სამსახურში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ ივანეიშვილი