„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016518
73
28/12/2018
ვებგვერდი, 03/01/2019
010250050.35.122.016518
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №73

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. წყალტუბო

 

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №44 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016213, 22/08/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: 

1. მითითებული დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტში სიტყვები „გამგეობისათვის“ და „გამგეობიდან“  შეიცვალოს სიტყვებით „მერიისათვის“ და „მერიიდან“.

2. მითითებული დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“, „ი“, „ლ“, „მ“, „ო“, „ს“ და  „ტ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ და „ქ“ ქვეპუნქტებში ნაცვლად სიტყვისა „გამგეობასთან“ ჩაიწეროს სიტყვა „მერიასთან“.

3. მითითებული დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში ნაცვლად სიტყვისა „გამგეობიდან“ ჩაიწეროს სიტყვა „მერიიდან“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ ივანეიშვილი