„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016516
71
28/12/2018
ვებგვერდი, 03/01/2019
010250050.35.122.016516
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №71

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. წყალტუბო

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №25 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016194; 16/07/2014)  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე კომისიაში სამუშაოდ, დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ ივანეიშვილი