შპს ,,საუკეთესოს” კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

შპს ,,საუკეთესოს” კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/25206-18
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 20/12/2018
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
2/25206-18
20/12/2018
ვებგვერდი, 28/12/2018
შპს ,,საუკეთესოს” კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქმე №2/25206-18

 

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

სარეზოლუციო ნაწილი

2018 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია


 კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: თეკლა გრიგალაშვილი

 1. მეურვე: სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი: ქრისტინე კუბლაშვილი

  2. მოვალე - შპს ,,საუკეთესო”.

დირექტორი - ინგა თხილავა.

  3. კრედიტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური.

წარმომადგენელი - სალომე გულოშვილი.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დაადგინა:

1 . შპს ,,საუკეთოს”- ს კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2019 წლის 9 იანვარს 12:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება; მომრიგებელი საბჭოს არჩევა;

2 . კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი23).

3 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge,

4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

  კრების თავმჯდომარე გენადი მაკარიძე

  კრების მდივანი თეკლა გრიგალაშვილი .