საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4268-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016055
4268-რს
27/12/2018
ვებგვერდი, 31/12/2018
010190030.06.001.016055
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 228-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 2019 წლის 1 ივლისამდე:

ა) პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურების წარდგენიდან 14 დღის ვადაში 3 წლით ირჩევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. თუ ეს ვადა მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის არჩევისთვის ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა;

ბ) წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 მარტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლით დადგენილი წესით;

გ) თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა ან დაიკავა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს მასთან შეუთავსებელ საქმიანობას, პარლამენტის ინიციატივით ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვის საფუძველზე მას უფლებამოსილება შეუწყდება პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის უმრავლესობით;

დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით. პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით;

ე) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას პარლამენტის თანხმობით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.“.

2. 230-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ რეგლამენტის 167-ე, 187-ე, 210-ე და 211-ე მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ რეგლამენტის 169-ე და 181-ე მუხლები და 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძე

 

 

ქუთაისი,

27 დეკემბერი 2018 წ.

N4268-რს