„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის N2-742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის N2-742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-1078
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016563
2-1078
31/12/2018
ვებგვერდი, 03/01/2019
360160000.22.023.016563
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის N2-742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-1078

2018 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის №2-742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის №2-742 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 360160000.22.023.016545, 10/09/2018) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მესამე პუნქტის „ს" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და სისტემაში შემავალი უწყებების ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფა, კერძოდ: ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკისა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება, მათი დანერგვის უზრუნველყოფა, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ტექნიკური უზრუნველყოფა, სერვისებისა და მოწყობილობების მონიტორინგი, არსებული სერვისების მხარდაჭერა და ახალი ინოვაციური სერვისების დანერგვა;“.

2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრის დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.“.

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური“.

4.  მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31 . ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და სისტემაში შემავალი უწყებების ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფას, რაც მოიცავს:

ა) ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვის უზრუნველყოფას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ტერიტორიულ ორგანოებსა და სისტემაში შემავალ უწყებებში;

ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებას და დანერგვის უზრუნველყოფას;

გ) სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლებას და მათზე მონიტორინგის წარმოების უზრუნველყოფას;

დ) სამინისტროში არსებული კომპიუტერული ქსელების, სისტემების ადმინისტრირებისა და მართვის უზრუნველყოფას, მათ შორის, მისი შიდა და გარე ქსელური პერიმეტრის დაცვას;

ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოების და სისტემაში შემავალი უწყებების შიდა და საჯარო რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;

 ვ) არსებული და ახალი ინოვაციური სერვისების დანერგვის, მხარდაჭერის, მონაცემთა უწყვეტობისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას;

ზ) ერთიანი, ცენტრალური მონაცემთა ბაზების შექმნასა და შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფას;

თ) სერვისების კატალოგების შექმნასა და მათზე წვდომის დონეების მართვას;

ი) ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი