,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 180
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
180
09/10/2009
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №180

2009 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახედ განისაზღვროს სასწავლო უნივერსიტეტი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტს ეწოდოს „ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი“.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №146 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური