დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4235-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260020.09.001.016504 |
|
სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ
|
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 129-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დამტკიცდეს სამხედრო ფიცის ტექსტი (თან ერთვის). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამხედრო ფიცის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 12 იანვრის დადგენილება (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №3, იანვარი, 1993 წელი, მუხ. 4). 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 27 დეკემბერი 2018 წ. N4235-რს |
სამხედრო ფიცი
მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა სამხედრო სამსახურში: ვფიცავ, პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე; ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები; ვფიცავ, მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი; ვფიცავ, შევინახო მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება; ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის. თუ ამ ფიცს გავტეხ, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. გვფარავდეს ღმერთი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები