დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 627 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.10.003.020944 |
|
„ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/08/2014, 120340000.10.003.018129) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს: ა) ვეტერანის მოწმობის ნიმუშები (დანართი №1); ბ) ვეტერანის მოწმობის გაცემის წესი (დანართი №2).“. 2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის: ა) პირველი მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) თავდაცვის ძალების ვეტერანი;“; ა.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ დადგენილების მიზნებისათვის, ტერმინი „ომი“ გულისხმობს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს.“; ბ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ვეტერანის მოწმობის მეორე გვერდზე, ზედა და ქვედა ნაწილებში მითითებულია სამსახურის დასახელება: „სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური“, ვეტერანის კატეგორია (სტატუსი) შემდეგი შინაარსის წარწერებით: „ომის მონაწილე“, „მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“, „მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“, „ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“, „ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი“, „თავდაცვის ძალების ვეტერანი“, „ომში დაღუპულის ოჯახის წევრი“ და „მარჩენალდაკარგული“, საიდენტიფიკაციო კოდი ათნიშნა ციფრით, შემდეგი შინაარსის წარწერა – „სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით“. ვეტერანის მოწმობის მეორე გვერდზე ასევე გამოსახულია წარწერა – სამსახურის დირექტორი, რომლის გასწვრივაც არის ფაქსიმილეს, სამსახურის ბეჭდის ადგილი და შტრიხკოდი; ვეტერანის მოწმობის ფონად დატანილია სამსახურის ფერადი მკრთალი ლოგო.“. 3. დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს: ა) შემდეგი შინაარსის მე-3 მუხლი: „მუხლი 3. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე გაცემული ვეტერანის მოწმობები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგაც.“; ბ) თანდართული შინაარსის თავდაცვის ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუში. 4. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვა, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, ვეტერანის მოწმობების (შემდგომში – მოწმობა) გაცემა ხორციელდება სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის (შემდგომში – სამსახური), დირექტორის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. მუხლი 2. მოწმობებს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ პირებზე გასცემს სამსახური, ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები