დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 75 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016469 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №19 დადგენილებაში (სსმ, 25/12/2017 წელი, 190020020.35.153.016391) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი (მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
თავი I
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 25 254,3 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 10 750.0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 12 085,9 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 6.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2 418,4 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 7.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 16 449,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 13 755,4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
(ათას ლარებში)
ა) განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 15 005,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 1 250,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: (ათას ლარებში)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 10.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-4 950,5) ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-5 285,8) ათასი ლარის ოდენობით.
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 5 285,8 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-335.3) ათასი ლარის ოდენობით.
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 335,3 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 120,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების შესაბამისად.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 177.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 191.0 ათასი ლარი;
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 16.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით მცხეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევის და მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მცხეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. 3. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა, დასუფთავების ღონისძიებები, სკვერების, მოედნების, საკანალიზაციო და წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზების, ტროტუარების, ბორდიურების, საყრდენი კედლების, ხიდების და ბოგირების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 2018 წელს დაგეგმილია ქალაქ მცხეთაში ჯავახიშვილის ქუჩის ჩიხის და იბერიელის ქუჩის ჩიხის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა, ქ. მცხეთაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, მცხეთა-შიომღვიმის გზის 4 კმ-დან წმინდა დიმიტრი თესალონიკელის მონასტერთან და წმინდა გიორგის ეკლესიამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, შიდა გზების რეაბილიტაცია სოფ: ნატახტარში, მისაქციელში, ძეგვში, ლისი-წოდორეთში და ახალსოფელში, სოფ. გალავანი-წინამძღვრიანთკარი-ბიწმენდი-ჯიღაურა-საგურამოს და სოფ. არაშენდა-შანკევანის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია, ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა სოფ. საგურამოში – ატმიანის დასახლებაში გზაზე და გმირის ქუჩაზე, სოფ. ხეკორძში მისასვლელ გზაზე, სოფელ ახალუბანში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. დაგეგმილია მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის გზებზე ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟება. დასრულდება გზების რეაბილიტაცია სოფლებში: ქსოვრისი, ლისი, ძეგვი; ბოგირის მოწყობა სოფ. კევლიანში და ახალდაბაში. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოვება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, გაზგაყვანილობის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაცია. 2.2.1 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია რეაბილიტირებულ გზებზე. მუნიციპალიტეტის იერსახის შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დეკორატიული მინათებების მოწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელ.ენერგიის ხარჯის დაფინანსება. დაგეგმილია ქალაქ მცხეთაში გარე განათების ქსელის მოწყობა. 2.2.2 საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციისა და ჩამდინარე წყლების გადასამუშავებელი კოლექტორების, მილგაყვანილობის და წყალსაქაჩების დამონტაჟება-რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საკანალიზაციო სისტემების გაწმენდა მუნიციპალიტეტის სოფლებში: საგურამო, ძეგვი, წეროვანი, წინამძღვრიანთკარი, გალავანი; დასრულდება სოფ. მისაქციელის საბავშვო ბაღში სეპტიკის და სარინელის მოწყობა. 1. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების დაქსელვა და არსებული წყლის რეზერვუარების გაწმენდა-შეკეთება, დეზინფექცია და რეაბილიტაცია; სოფლის მოსახლეობისთვის სასმელი წყალის მიწოდება, არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა; სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა, მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მაგისტრალებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულება და გამრიცხველიანება, მოხმარებული და გახარჯული სასმელი წყლის გადასახადის ამოღება სემეკი-ს მიერ დამტკიცებული ტარიფის მიხედვით. 2018 წელს დაგეგმილია სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სოფლებში: შანკევანი, მუხრანი (გარდამავალი პროექტი), ქსოვრისი, ნავდარაანთკარი, ნიჩბისი, გალავანი; სოფელ ბიწმენდში დარჩენილი უბნების სასმელი წყლის შიდა დაქსელვისა და ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები, სოფელ ცხვარიჭამიაში სასმელი წყლის ჭაბურღილისა და რეზერვუარის მოწყობა, სოფელ ლელუბანში სასმელი წყლის ნაგებობის რეაბილიტაცია, ქალაქ მცხეთაში არსებული შადრევნის რეაბილიტაცია, სოფ. ჩარდახში ჭაბურღილისა და მაგისტრალის მოწყობა. 2.2.4 სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ესპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში განხორციელდება სარწყავი არხების მოწყობა-რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა. მიმდინარე წელს დასრულდება ჯიღაურა-ნავდარაანთკარი-ერედის გაბიონის მოწყობა, დაგეგმილია სოფელ გალავანში გაბიონის მოწყობა მდინარე თეძამზე. 2.2.5 მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია და მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 06) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტები, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება მუნიციპალიტეტის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით. 2018 წელს დაგეგმილია ქალაქ მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა (გარდამავალი პროექტი) და კომპლექსის ტერიტორიის კეთილმოწყობა, ქალაქ მცხეთაში ნიჩბოსნობის ბაზის რეაბილიტაცია, სოფ. წილკნის და ქსოვრისის ამბულატორიების სარემონტო სამუშაოები; ადმინისტრაციული შენობის მოვლა-შენახვა, სოფ. მუხრანის და ერედის საბავშვო ბაღების ეზოს კეთილმოწყობა, სოფელ მუხრანში კულტურის სახლის რეაბილიტაცია და საზოგადოებრივი ცენტრის ეზოს კეთილმოწყობა, მუნიციპალური შენობების კომუნიკაციების ქსელზე დაერთება, სოფელ წილკნის ი.გ.პ. დასახლებაში სარიტუალო დარბაზის მშენებლობა. 2.2.6 სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხების მოწყობა, კოლექტორების და მილგაყვანილობის რეაბილიტაცია ჩამდინარე წყლის (წვიმის ან სხვა სახის ჩამდინარე წყლის) წარმოშობის ადგილიდან ზედაპირული წყლების ადგილამდე გასატანად. 2018 წელს დაგეგმილია სანიაღვრე სისტემის მოწყობა სოფლებში: ზაქარო, გალავანი, საგურამო, ძალისი. 2. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, სამშენებლო სამუშაოების და მასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა. 2. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით. 2.5 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების და მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები, ძეგლების და მემორიალების რეაბილიტაცია, გამწვანების, დასუფთავების, გარე განათების და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის სამუშაოები, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, საექსპერტო და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა. 2.5.1 მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, საექსპერტო და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ღირებულება (პროგრამული კოდი 03 05 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, საექსპერტო და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა. 2.5.2 კეთილმოწყობის სხვა ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის, დასუფთავების, გარე განათების, ქალაქში სარეკრეაციო ნაწილის გამწვანების და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა. 2.5.3 სკვერების, სტადიონების, ძეგლების და მემორიალების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 05 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკვერების, სტადიონების, ძეგლების და მემორიალების მოწყობა-რეაბილიტაცია. 2018 წელს დაგეგმილია მინი სტადიონების მოწყობა სოფლებში: ვაზიანი, ქსანი, ძეგვი, წეროვანი, ძალისი, მისაქციელი, წილკანი, მუხათგვერდი, ნავაზი; სოფ. ძეგვში სკვერის მოწყობა, ქალაქ მცხეთაში არსენას სკვერის რეაბილიტაცია, ქალაქ მცხეთაში შემოსასვლელების კეთილმოწყობა. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წლებში განხორციელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარება, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესება. საბავშვო ბაგა–ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. 3.1 სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის მიზანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელიც გულისხმობს შემდეგი ღონისძიებების გატარებას: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგიის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება, ბაგა-ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება“. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 24 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 2040-მდე აღსაზრდელი. 3.2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და მშენებლობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობისმიზნით დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია, კაპიტალური შეკეთება. 2018 წელს დაგეგმილია საბავშვო ბაღების მშენებლობა სოფელ ნატახტარში (გარდამავალი პროექტი) და სოფელ ფრეზეთის იგპ დასახლებაში. 3.3 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილიაშმაგი გოგშელიძის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 4.1.1 ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“ (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“. 4.1.2 ა(ა)იპ „უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემია“ (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ნიჩბოსნობის სხვადასხვა სახეობის განვითარება, სპორტის ამ სახეობაში მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნა. 4.1.3 ა(ა)იპ „უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ჭიდაობის სკოლა“ (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტში თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის შემდგომი განვითარება და პოპულარიზაცია. საქართველოს ნაკრები გუნდებისათვის უმაღლესი კვალიფიციური სპორტსმენების მომზადება და მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა ადგილობრივ თუ საერთაშორისო შეჯიბრებებსა და ტურნეში. 4.1.4 ა(ა)იპ „სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლა“ (პროგრამული კოდი 05 01 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატიურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, მათი მეთოდური აღზრდა და დაოსტატება. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება“, რომელიც აერთიანებს მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურის სახლს და სასოფლო კლუბებს, ხელოვნების სკოლას, მუსიკალურ სკოლებს, ბიბლიოთეკებს. 4.2.2 მუზეუმების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სსიპ „ი.ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი“. 4.2.3 ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ,,სვეტი’’ (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კულტურული ღონისძიებების ჩატარების, ხალხური შემოქმედების, ხელოვნების სხვადასხვა დარგის (თეატრი, მუსიკა, მხატვრობა) განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება. 4.3 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა. 4.4 ა(ა)იპ ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი“ (პროგრამული კოდი 05 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ასევე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვა და მათი მოვლა-პატრონობისა და დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ტურიზმისა და საკურორტო სფეროში მუნიციპალური პრიორიტეტებისა და სტრატეგიების შემუშავება; ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი“. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები.
5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (არანაკლებ 3 თვისა) მოქალაქეების სხვადასხვა ფენებისთვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების დახმარება, კერძოდ: ხანძრის და სხვა უბედური შემთხვევების შედეგად დაზარალებული თავშესაფრის არმქონე პირების ქირით უზრუნველყოფა; საწვავი შეშით დახმარება, ჟანგბადის აპარატით მოსარგებლე პირების დახმარება; მეოთხე და მომდევნო შვილზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება; დღის ცენტრით მოსარგებლე შშმ პირების ფინანსური დახმარება, აუტისტური სპექტრის, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ფინანსური დახმარება; სკოლამდელი ასაკის და შშმ ბავშვების ტრანსპორტით მგზავრობის უზრუნველყოფა. 5.2.2 მოქალაქეებისათვის მკურნალობის და ოპერაციების ხარჯების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების იმ წილის დაფინანსება, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის და კერძო სადაზღვევო პროგრამებით. დაფინანსების ზედა ზღვარი შეადგენს 2 000 (ორი ათასი) ლარს (დარჩენილი თანხის არაუმეტეს 70%), გარდა იმ საგამონაკლისო ჯგუფებისა, რომლებიც გათვალისწინებულია პროგრამით. 5.2.3 ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პირებისთვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაწევა. დახმარება გაიცემა პირებზე, რომლებიც განიცდიან ეკონომიურ სიდუხჭირეს უმუშევრობის, დაბალშემოსავლიანობის, მძიმე ავადმყოფობის, უსახლკარობის, მარტოხელა მოხუცებულობის, სტიქიის ან სხვა მიზეზთა გამო და დადგენილი წესით მიმართავენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას; დახმარება ერთჯერადია და შეადგენს 100 (ასი) ლარს. 5.2.4 ომის ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება შემდეგი სარიტუალო მომსახურება: ა) ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა სარიტუალო ღონისძიებისათვის საჭირო თანხა – 250 (ორასორმოცდაათი) ლარი. თანხას მიიღებს გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრი. ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის საჭირო თანხა – 200 (ორასი) ლარი. 5.2.5 დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების ტრანსპორტის ხარჯის შემცირების მიზნით ყოველთვიური ფინანსური დახმარება 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით. 5.2.6 ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ “ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება“. დაგეგმილია საინვესტიციო პროექტების, საგრანტო განაცხადების მომზადების ორგანიზება საერთაშორისო ჰუმანიტარულ და სხვა ორგანიზაციებისათვის წარსადგენად მათგან ინვესტიციების, დახმარებების და გრანტების მოზიდვის მიზნით. 5.2.7 ა(ა)იპ „მცხეთის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 36 ბენეფიციარის ერთჯერადი, ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა. 5. უპატრონო ძაღლების იზოლირება (პროგრამული კოდი 06 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა. |
მუხლი 17.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები