„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 650
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020966
650
26/12/2018
ვებგვერდი, 27/12/2018
300160070.10.003.020966
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №650

2018 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017642) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირი, რომელიც ფლობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ავტოსადგომს, ამ რეგლამენტის №6 დანართით განსაზღვრულ პარამეტრებთან (გარდა ამ რეგლამენტის №6 დანართის მე-2 პუნქტით (ტერიტორიაზე და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული შესვლა-გამოსვლის რიგის მარეგულირებელი სისტემა) გათვალისწინებული პირობისა) ამავე ავტოსადგომის მონაცემების შესაბამისობის დამადასტურებელ   სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამის სფეროში აკრედიტირებული  შეფასების/ინსპექტირების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემულ დასკვნას, რომლითაც დგინდება ამავე პარამეტრებთან შესაბამისობა, წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე