დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 643 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 130030000.10.003.020960 |
|
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/09/2015, 130030000.10.003.018893) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. №2 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხა (დანართი№2)“. 2. №2 დანართის: ა) მე-8 – მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სტრატეგიული და ოპერატიული გეგმებით გათვალისწინებული ინფორმაცია ან მისი მატერიალური შემცველი (შემდგომში – ინფორმაციის შემცველი) მასალა: ა) მოსალოდნელი საომარი მოქმედების რეგიონის სტრატეგიული და ოპერატიული მოქმედების მიმართულებათა შესახებ; ბ) შესაძლო ომების, მათი ეტაპების, პერიოდებისა და ცალკეული ოპერაციების ხასიათისა და თავისებურებების შეფასებისა და პროგნოზირების შესახებ; გ) სამხედრო მშენებლობის, სტრატეგიის, ოპერატიული ხელოვნებისა და ტაქტიკის შესახებ; დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების განვითარების, ორგანიზაციისა და სრულყოფის გეგმებისა და პროგნოზების (ყველა მასშტაბით) შესახებ; ე) სამხედრო უწყებების მიერ მოწყობილი (და მიმდინარე) ოპერატიული და ტექნიკური დაზვერვის, მათ მიერ მოპოვებული მონაცემების შესახებ; აგრეთვე აღნიშნული მიზნებისათვის შეძენილი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და გაწეული ხარჯების შესახებ; ვ) კრებსითი მონაცემები სამხედრო ნაწილების, ხომალდების, ქვედანაყოფების, სამხედრო დაწესებულებების, შტაბების, სამხედრო აეროდრომებისა და დასაფრენი მოედნების, პოლიგონების, ბაზების საწყობების, სამშენებლო მოედნებისა და სხვა სამხედრო ობიექტების დისლოკაციის შესახებ; აგრეთვე მონაცემები დროებითი დისლოკაციის ადგილების მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ; ზ) ცნობები საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებსა და საზღვარგარეთის ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის ოპერატიულ-საბრძოლო თანამშრომლობის შესახებ; აგრეთვე მონაცემები ყველა იმ ხარჯის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ამ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან; თ) ცნობები თავდაცვის ძალების სახეობათა თანამშრომლობის ოპერატიული გეგმების შესახებ; ი) საქართველოს ტერიტორიის სამხედრო და სპეციალური დანიშნულების გრაფიკული და ციფრული რუკები, რომლებზეც დატანილია ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებული ინფორმაცია და მონაცემები, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიის გრავიმეტრიული ველის მოდელი, გრავიმეტრიული ანომალიის სქემები, გრაფიკები და გრავიმეტრიული პუნქტებისა და სამხედრო ობიექტების კოორდინატები (საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულის გარდა); კ) სამხედრო დანიშნულების ობიექტების ტერიტორიაზე (აკვატორია) შესრულებული აეროგადაღებითი, ჰიდროგრაფიული, ანემომეტრიული და ოკეანოგრაფიული მასალები და მონაცემები; ლ) საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო დანიშნულების ობიექტების აეროგადაღების გრაფიკული და ციფრული მასალები (საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების გარდა); მ) შავი ზღვის კონკრეტული რაიონების სამამულო ინსტრუმენტულ გამოკვლევათა შედეგები: ხმის გავრცელების ანომალიები, აკუსტიკური სიგნალების განთესვა და შთანთქმა, წყლის ნამდვილი და კავიტაციური სიხისტე; ნ) სისტემაში მოყვანილი მონაცემები ზღვის ღელვაზე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სადაც სიღრმე 10 მეტრზე ნაკლებია, ცნობები 200 მეტრზე ნაკლებ სიღრმეში აღმოჩენილი ახალი (სანავიგაციო ცნობარში შეუტანელი) ფსკერის ამაღლების შესახებ; ო) საბრძოლო ტექნიკისა და საფრენი აპარატების საიდენტიფიკაციო მონაცემები. მუხლი 9. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო ოპერაციების მომზადებისა და ჩატარების შესახებ ინფორმაციის შემცველი მასალა: ა) თანამედროვე სამხედრო ოპერაციებში ჯარის სახეობების, ბრიგადების, ნაწილებისა და გემების ერთობლივი და დამოუკიდებელი მოქმედებისა და გამოყენების სტრატეგიულ-ტაქტიკური გეგმების შესახებ; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სალაშქრო და საბრძოლო განლაგების, ოპერატიულ-ტაქტიკური ნორმატივების, საბრძოლო შესაძლებლობების, ოპერატიული დარაზმვის შესახებ; გ) ცნობები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მზადყოფნის მდგომარეობის ან მზადყოფნის ერთი დონიდან მეორეში გადაყვანის შესახებ; დ) ცნობები საბრძოლო და ოპერატიული მომზადების მიმდინარეობის, შინაარსისა და მომზადების შედეგების, ოპერატიული და საბრძოლო უზრუნველყოფის, მანევრების, სწავლებისა და საინსპექტორო შემოწმების შესახებ. მუხლი 10. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მობილიზაციის, საბრძოლო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების გამოყენების შესახებ ინფორმაციის შემცველი მასალა: ა) სამობილიზაციო ხასიათის ცნობები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისა და სახალხო მეურნეობის შესახებ; ბ) ცნობები სამოქალაქო სამინისტროებსა და უწყებებში ომის დროისათვის განკუთვნილი ფორმირებების (სარკინიგზო, საავიაციო, ავტოსატრანსპორტო, ხიდების, სამედიცინო-სანიტარიული მომსახურებისა და სხვა სპეციალური მოძრავი ფორმირებების) შესახებ; გ) ცნობები სამინისტროების, უწყებების შემადგენლობაში სამხედრო ფორმირებების, სამხედრო დაწესებულებების მოსამსახურეების შესახებ; დ) ცნობები სამხედრო აეროდრომებისა და დასაფრენი მოედნების, სამხედრო ქალაქების, ყაზარმებისა და სხვა ობიექტების (მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებების, გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბებული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) მშენებლობისა და სამხედრო მიზნებისათვის სამოქალაქო ობიექტების გამოყენების შესახებ, აგრეთვე მონაცემები აღნიშნულ ობიექტებთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის, საპროექტო და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესახებ; ე) ცნობები სამხედრო ნაწილების, ხომალდებისა და სხვა სამხედრო დაწესებულებების ჩამოყალიბების, დაშლის, რეორგანიზაციისა და სახელწოდებათა შეცვლის შესახებ; ვ) იმ ახალგაზრდებზე კრებსითი მონაცემები, რომლებმაც გაიარეს ან გადიან სამხედრო მომზადებას; ზ) ინფორმაცია შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის მქონე, სამხედროვალდებულ პირთა კრებსითი მონაცემების შესახებ; თ) ინფორმაცია იმ რეზერვისტთა კრებსითი მონაცემების შესახებ, რომლებიც გადიან სამხედრო შეკრებას; ი) ცნობები, რომლებიც ამჟღავნებენ უმაღლესი და საშუალო სამხედრო სპეციალური სასწავლებლების (ცენტრები) კურსანტთა სამხედრო მომზადების დახურულ პროფილს, პროგრამებს, სასწავლო გეგმებსა და მოცულობას, აღნიშნულ სასწავლებლებში სპეციალურ მიღებასა და ვადამდე გამოშვებას; კ) ცნობები უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და საშუალო სპეციალური სასწავლებლების მოსწავლეთა დახურულ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებში მომზადების შესახებ; ლ) ინფორმაცია რეზერვისტთა დაგეგმილი სამობილიზაციო გაწვევის შესახებ; მ) ცნობები ჯარების ორგანიზაციის, საბრძოლო და პირადი შემადგენლობის რიცხოვნობის (გარდა პირადი შემადგენლობის რიცხოვნობის კანონით დამტკიცებული ზღვრული ოდენობისა), იარაღის, სამხედრო ტექნიკის, ტრანსპორტისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებათა ოდენობის, ჯარების დაკომპლექტების, უზრუნველყოფისა და დაკომპლექტების წესის შესახებ.“; ბ) მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ნაწილების, ბატალიონების, ხომალდების, საწარმოებისა და დაწესებულებების პირობითი სახელწოდებანი;“; გ) მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ცნობები საგანგებო ან საომარი მდგომარეობის საწყის ეტაპზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისა და ეროვნული მეურნეობის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გეგმებისა და ინსტრუქციების შესახებ;“. 3. №3 დანართის („იმ უფლებამოსილი პირების ნუსხაში, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალურ დაშვებას უზრუნველყოფენ“) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური;“. 4. №4 დანართის („იმ უფლებამოსილი პირების ნუსხაში, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების კომპეტენცია“): ა) მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „28. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში: – საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური; – საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, მოადგილე, მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი; – სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; – გენერალური შტაბის დეპარტამენტის, ცენტრისა და ცალკეული სამმართველოს უფროსები და მათი მოადგილეები; – სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; – აკადემიის, ცენტრისა და სკოლის უფროსები/მეთაურები; – შტაბის უფროსი; – სამხედრო ნაწილების უფროსი და მისი მოადგილე; – ოპერატიული ქვედანაყოფის პასუხისმგებელი მუშაკი; – სადაზვერვო ქვედანაყოფის პასუხისმგებელი მუშაკი;“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები