„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 640
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.020957
640
18/12/2018
ვებგვერდი, 27/12/2018
140080000.10.003.020957
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №640

2018 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/01/2018, 140080000.10.003.020343) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის:

1.  მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სახელმწიფო ჯილდოების, ხარისხებისა და ორდენებისათვის დაწესებულ, აგრეთვე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის კანონმდებლობით  დადგენილ შეღავათებს;“.

2. მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები სახელმწიფო ჯილდოებისათვის, ხარისხებისა და ორდენებისათვის, აგრეთვე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის განსაზღვრული სოციალური შეღავათებით სარგებლობენ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით  დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე