„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 637
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.020954
637
18/12/2018
ვებგვერდი, 27/12/2018
140080000.10.003.020954
„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №637

2018 წლის 18 დეკემბერი

   ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის №88 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/02/2018, 140080000.10.003.020403)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამხედრო სავალდებულო სამსახურისა და საკონტრაქტო სამსახურის დასრულების შემდეგ, მოსამსახურეები რიგითის სამხედრო წოდებით ირიცხებიან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიულ ან კადრის სამსახურში დადგენილი წესით სამსახურის გაგრძელების შემთხვევაში, აღნიშნული პირები დგებიან სპეციალურ აღრიცხვაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგენენ სამხედრო-სააღრიცხვო დოკუმენტაციას შესაბამისი სამსახურის ვადის გასვლის გამო გათავისუფლებულ მოსამსახურეთა საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხვის მიზნით და გასცემენ სამხედრო ბილეთს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე