დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის №342 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 636 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.020953 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის №342 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის №342 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/07/2016, 040030000.10.003.019402) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 31 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულება.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების: ა) პირველი მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური (შემდგომში – სამსახური), რომლის მიზანია ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა, შექმნილია „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.“; ა.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. დაწესდეს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის დღე და აღინიშნოს ყოველი წლის 17 ოქტომბერს.“; ბ) მე-2 მუხლის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების (შემდგომში – ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების) სათანადო ცხოვრების პირობებისა და კეთილდღეობისათვის მყარი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნის უზრუნველყოფა;“; ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ურთიერთობის კოორდინაცია ვეტერანებსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის.“; გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან ერთად სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები