დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, სამობილიზაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის №276 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 635 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260000.10.003.020952 |
|
„სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, სამობილიზაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის №276 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, სამობილიზაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის №276 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/06/2018, 120260000.10.003.020591) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, სამობილიზაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული წესის: ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვა წარმოებს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“; ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე აღრიცხული სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის შესახებ სააღრიცხვო ინფორმაცია, მოთხოვნის შესაბამისად, მიეწოდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები