„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 634
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 29/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 120050000.10.003.020951
634
18/12/2018
ვებგვერდი, 27/12/2018
120050000.10.003.020951
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №634

2018 წლის 18 დეკემბერი

   ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/03/2016, 120050000.10.003.019189) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესდების:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წესდების მოქმედება ვრცელდება სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს − აგრეთვე  საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფო უწყებების, საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებზე.“.

2. 64-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამსახურიდან დათხოვნის, აგრეთვე სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების თაობაზე მინისტრის ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე