„სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 632
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120050000.10.003.020949
632
18/12/2018
ვებგვერდი, 27/12/2018
120050000.10.003.020949
„სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №632

2018 წლის 18 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/11/2014, 120050000.10.003.018235) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესდების:

1. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-118 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 118. განსაკუთრებული დამსახურება 

სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში წახალისებულია წესდების 116-ე და 117-ე მუხლების შესაბამისად ან განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი სამხედრო სამსახურისთვის, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, წახალისდეს მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭებით.“.

3. 263-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიზიკური ნორმატივები და მათი ჩაბარების პერიოდულობა დგინდება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ.“.

4. 271-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე