დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,დმანისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 50 |
დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.156.016349 |
|
,,დმანისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2-ე პუნქტების, 24-ე მუხლის ,,დ.ა’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20-ე მუხლის თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,დმანისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №50 დადგენილების (www.matsne.gov.ge,28/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.156.016298) დანართი №1-ში და დანართის თავი I და თავი II ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
თავი I
დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8622.3 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5769.8 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1302.5 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4232.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5960.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5975.2 ათასი ლარის ოდენობით
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 15.0 ათასი ლარის
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი 1570,4 სალდო . მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების 1570,4 ცვლილება. 2. განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური 1570,4 აქტივების კლება. მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება . მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი საგანგებო ან/და გაუთვალისწინებელი ხარჯების, აგრეთვე სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო თანხის გამოყოფა განხორციელდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 130.0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 45.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 66.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2,0 ათასი ლარი; დ) მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ „საქართველოს 2015 წლის 16 ივლისის №4036 კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება, კერძოდ „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის, მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“გათვალისწინებულ იქნეს დელეგირებული უფლებამოსილებებიდან სავარაუდოდ 17,0 ათასი ლარი მერიის სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურებაში. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2018 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქალაქში წყალ-მომარაგების, საკანალიზაციო სისტემისა და გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, კერძოდ: ქ.დმანისში დარჩენილი ქუჩების და ჩიხების მოასფალტება, ხოლო სოფ.კამიშლოში, საკირეში, ბოსლებში, ჯავახში, ტნუსში, პანტიანში,პატარა დმანისში,გომარეთში მისასვლელი გზის მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა.ასევე, სოფ. დიდი დმანისი-ვარდისუბანში სანიაღვრე არხის მოწყობა მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოდერნიზირებული და რეაბილიტირებული იქნება შიდა რაიონული მნიშვნელობის გზები, ასევე შეკეთდება და აღდგება ხიდები, რითაც მნიშვნელოვნად მოწესრიგდება თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოებთან მისასვლელი გზები. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოებში წყალ-მომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსება.ასევე გარე განთების ქსელის მოწყობა. უზრუველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. 1.2.1. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 030201) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სოფ.გოდაგდაგის პირველი სალამალეიქის,ზემო ოროზმანის, გუგუთის, მამიშლარის, ირგანჩაის, ქვემო კარაბულახის, კიზილაჯლოს, ოროზმანის, ამამლოს, შინდლარის, პატარა დმანისი, კამარლო, საკირე, ახა და მამულოს სასმელი წყლის ქსელის სარიაბილიტაციო-სამუშაოები და მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის წყლის მიწოდება. 1.2.2 ბინათმშენებლობაპროგრამული კოდი 03 02 02 ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ.დმანისში მრავალსართულიანი შენობების საცხოვრებელი ბინების სახლის სახურავების და ფასადების რეაბილიტაცია. ასევე გათვალისწინებულია სოფ.ქციაში,პატარა დმანისში,ზემო ოროზმანიში და გოდაგდაგში სარიტუალო დარბაზების დასრულება. 1. 2.3. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება არსებული ქსელის მოვლა-შენახვა. სოფ. განთიადში, ირგანჩაიში, პანტიანში ,იაღუფლოში და ქალაქ დმანისში გამორჩენილი უბნების გარე განათების ქსელის მოწყობა. 1.2.4. დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია ქალაქ დმანისის ცენტრალურ ქუჩებზე ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება,ხოლო სოფლებში შედარებით ნაკლები ინტერვალით ნარჩენების გატანა კვირაში 3 დღე, ასევე გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება,ხოლო დიდ თოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისაგან გათავისუფლება. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს,რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარაში,რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
1.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, შენობა–ნაგებობების საკადასტრო რუქებისა და ნახაზების მომზადება. 1.3.1 ქალაქის კეთილმოწყობის,საპროექტო დოკუმენტაციის და ნახაზების მომზადების ხარჯი (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ დმანისის ქუჩების შენობა-ნაგებობების შენობა-ნაგებობების საკადასტრო რუქებისა და ნახაზების მომზადება.ასევე გათვალისწინებუ;ლია სოფ.მაშავერაში, ჯავახში და ბოსლებში, მინი სტადიონის, სკვერის მოწყობა და შემოღობვა. ხოლო სოფ. ვარდისუბანში და გომარეთში სკვერის მოწყობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას.ყველა ბაღში დაგეგმილია შენობების კაპიტალური რემონტი და მათი ტერიტორიის კეთილმოწყობა. 2. 1. სკოლამდელი განათლება(პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 9 საბავშვო ბაღი 12 ჯგუფით, სადაც დაწყებით განათლებას მიიღებს 360 ბავშვის ოდენობით,თითეულ ჯგუბში დასაშვებია კონტიგენტი არაუმეტეს 35 ბავშვისა, რომელსაც ემსახურება 48 საშტატო ერთეული. მოსალოდნელი საბოლოო შდეგები
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.2. ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოსახლეობას დასაქმებაში და მიცეს საშუალება დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებს რაც ხშირ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა სტაბილური დასაქმებისათვის. აღნიშნული მიზნით პროგრამის ფარგლებში დაფინასდება ინგლისურის,ქართული ენის ჯგუფები ეთნიკური უმცირესობისათვის და კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსები. სადაც ფუნქციონირებს 16 ჯგუფი და თითოეულ ჯგუფში გაერთიანებულია 10-10 მოსწავლე,რომლის რაოდენობაც საშუალოდ შეადგენს -154 მოსწავლეს. დმანისის მუნიციპალიტეტის ყველა მაცხოვრებელს ექნება საშუალება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიაროს აღნიშნული კურსები, რაც აამაღლებს მათ კვალიფიკაციას და ხელს შეუწყობს მათ შემდგომ დასაქმებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
3. კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; 3. 1.ს პორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2018 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და მოხდება მათი დაფინანსება: სპორტული სკოლა, რომელიც აერთიანებს 200-მდე სპორტსმენს. 3.1.1. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება(პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამა მოიცავს სკოლის მოსწავლეთა ჩართულობას სპორტულ შეჯიბრებებში, რაც უდაო ასახვას ჰპოვებს შემდგომ ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. 2018 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები, უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა ტურნირებზე და შეჯიბრებებზე ადგილობრივი სპორტსმენების მონაწილეობა, წახალისდებიან წარმატებული სპორტსმენები სხვადასხვა ჯილდოთი. 3.1.2. სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 01 02) 2018 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სპორტული სკოლა, რომელშიც ფუნქციონირებს „ძიუდოს“ ექვსი ჯგუფი,სადაც გაერთიანებულია 92 მოსწავლე, ჭადრაკის 2 ჯგუფში 20 მოსწავლე,ხოლო „ქართული ჭიდაობის“, „ფეხბურთის“, ფრენბურთის, თავისუფალ ჭიდაობის, ორთაბძოლა,ტაიკონდის და ხრიდოლის თითო-თითო ჯგუფიში გაერთიანებულია 88 მოსწავლე სულ 200-მდე მოსწავლე; მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
3. 2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები,რომელიც ემსახურება ქართული და საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ერისა და ეროვნების წარმომადგენლების ხელოვნების დარგების აღდგენა-პროპაგანდას. 2018 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: კულტურის სახლი სადაც ჩამოყალიბებულია სხვადასხვა სახის წრეები რომელშიც სწავლობს 148-მდე მოსწავლე,ხოლო მუსიკალურ სკოლებში სწავლობს -80-მდე მოსწავლე, სადაც ემსახურება 10 პედაგოგი, რომლის კვირეული დატვირთვა სავარაუდოდ თითეულ პედაგოგზე შეადგენს 18 საათს და მიმდინარეობს სწავლება ფორტეპიანოს განხრით და 4 ბიბლიოთეკა. პროგრამის ფარგლებში მოხდება კულტურის ობიექტების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია. 3.2.1. კულტურის ცენტრის დაფინასება (ქვეპროგრამის კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები,რომელიც ემსახურება ქართული და საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ერისა და ეროვნების წარმომადგენლების ხელოვნების დარგების აღდგენა-პროპაგანდას. ქვეპროგრამის ფარგლებში 2018 წელს გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, 2018 წლის განმავლობაში დაფინანსდება: კულტურის სახლი, მუსიკალური სკოლა და 4 ბიბლიოთეკა. 3.2.2.კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02– 05 02 03- 05-02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სუბსიდირება კულტურის,მუსიკალური სკოლისა და ბიბლიოთეკების გაერთიანება. ბიბლიოთეკების გაერთიანებაში ხორციელდება ბიბილიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება დაკომპლექტება და სრული აღრიცხვა, ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები,რომელიც ემსახურება ქართული და საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ერისა და ეროვნების წარმომადგენლების ხელოვნების დარგების აღდგენა-პროპაგანდას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ადგილობრივი თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 4. 1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
4. 2. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 4.2.1. ავადმყოფთა სოციალური დაცვა(პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, 0-დან 100000 ქულამდე) საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში ოპერაციებზე დახმარების გაწევას, რომელიც სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება. ასევე სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ონკოლოგიური და ლეიკემიით დაავადების მქონე პირების დახმარება,რომლებიც სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდებიან და მარჩენალდაკარგული ოჯახების გამოკვლევა–მკურნალობით და მედიკამენტებით დახმარების პროგრამას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები სოციალური მომსახურეობით უზრუნველყოფილი ბენეფიციართა რაოდენობა 4.2.2.უფასო სასადილოს დაფინასება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი (მარტოხელა უკიდურესადგაჭირვებული), მყოფი 42-მდე ბენეფიციარის ყოველდღიურად ერთჯერადი კვება ცხელი კერძებით ბენეფიციერების მიერ სახლში გატანებით. 4.2.3.სოციალურად დაუცველთა ოპერაციის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველთა რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 70-100000-მდე სტაციონალური სამედიცინო ერთჯერადი დახხმარება. 4.2.4.სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
4.2.5.მუნიციპალური ტრანსპორტით სტუდენტების, ვეტერნების და უსინათლოების მგზავრობის საფასურის ხარჯების ნაწილობრივ ანაზღაურება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სტუდენტების და უსინათლოების უფასო მგზავრობა კვირაში 3 დღე. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
5. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსაება. პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომელიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს შეუწყობს სისტემას გამართულ ფუნქციონირებას, როგორც მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპლიტეტის საკრებულოს,აპარატის შენახვის ხარჯები,მათ შორის:თანამდებობრივი სარგო, დანამატი და სხვა. ასევე მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურების და ვალების დაფარვის ხარჯებს. 6. თავდაცვა,საზოგადოებრივი-წესრიგი და უსაფრთხოება. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშოწყობის მიზნით მუნიციპლიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, წვევანდელთა სამხედრო შემოწმების და ტრანსპორტირების ღონისძიებები. ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლველო მზადყოფნის ამაღლებისათვის დმანისის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევანდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მუხლი17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
დოკუმენტის კომენტარები