„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 621
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.020938
621
18/12/2018
ვებგვერდი, 27/12/2018
130000000.10.003.020938
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №621

2018 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2015, 130000000.10.003.018771) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, უცხოეთის წარმომადგენლობებისა და ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სპეციალური სამსახურების, პირთა ჯგუფებისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო საქმიანობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისა და სამსახურის ცალკეული ქვედანაყოფების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფა, ასევე კანონმდებლობის შესაბამისად, რადიოეთერის კონტრდაზვერვითი კონტროლი; კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დაწესებულებებში, ორგანიზაციებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და რეალიზაციაში მონაწილეობა, მათი შესრულების კონტროლი, დადგენილი წესით იმ პირების შემოწმება, რომლებიც დაიშვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისათვის, უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის დადგენის მიზნით, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და სამსახურის უფროსისათვის აღნიშნული რეჟიმის პროექტის დასამტკიცებლად წარდგენა; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისათვის  სათანადო კონსულტაციის გაწევა სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით; სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში, ინფორმაციის გაცვლის წესის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტთან  ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი სისტემების შექმნა; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის კონტროლის/ მონიტორინგის განხორციელება და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე საფრთხეების გამოვლენის შემთხვევაში, მათთვის შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტთან, მათი წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის  ხელშეკრულებების გაფორმება; სათანადო ინფორმაციის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა; „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე