„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №488 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 619
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020936
619
18/12/2018
ვებგვერდი, 27/12/2018
300160070.10.003.020936
„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №488 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №619

2018 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №488 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №488 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2012, 300160070.10.003.017159) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებსა და საპოლიციო უწყებებში გამოსაყენებელი საბრძოლო დანიშნულების F ფეთქებად მასალებსა და პიროტექნიკურ ნაკეთობებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე