,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის N1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 140
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 26/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016687
140
26/12/2018
ვებგვერდი, 26/12/2018
280120000.22.026.016687
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის N1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №140

2018 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მუხლი 61 ამოღებულ იქნეს.

2. VII თავს დაემატოს 62-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 62

1. სამხედრო მოსამსახურეებს პირადი სურვილის საფუძველზე, სამინისტროსთან შეთანხმებით სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, მიეცემათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პოლკოვნიკი – 30000 (ოცდაათი ათასი) ლარი;

ბ) ვიცე- პოლკოვნიკი – 23000 (ოცდასამი ათასი) ლარი;

გ) მაიორი – 19000 (ცხრამეტი ათასი) ლარი.

2. ამ მუხლის საფუძველზე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის მსურველთა განცხადებებს განიხილავს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია ამავე აქტით განსაზღვრული პირობებითა და წესით.

3. ამ მუხლის მოქმედება ძალაშია 2019 წლის 1 თებერვლამდე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 26 დეკემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია