დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციასთან შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 24 ნოემბრის №3697–IIს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4086 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 03/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციასთან შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 24 ნოემბრის №3697–IIს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ,,ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციასთან შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 24 ნოემბრის №3697–IIს დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირების თაობაზე“;
ბ) ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. რატიფიცირებულ იქნეს ვარშავის 2005 წლის 16 მაისის ,,ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია.
2. კონვენციის მოქმედება გავრცელდეს საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელზედაც საქართველო ახორციელებს სრულ იურისდიქციას.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2006 წლის 22 დეკემბერი.
№4086–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები