დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თბილსათბობმშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/26765-18 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 17/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
|
მოსამართლე მაია სვიანაძე სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე მოვალე – შპს „თბილსათბობმშენი“ წარმომადგენელი – თამაზ გიორგაძე
კრედიტორი – შემოსავლების სამსახური მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო წარმომადგენელი – მაია ბარათაშვილი მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და გამოარკვია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა შპს „თბილსათბობმშენი“-ის გადახდისუუნარობის საქმე. 2018 წლის 17 დეკემბრის კრედიტორთა პირველ კრებაზე სრულად ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 3 დღით. სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-17, 29-ე, 30-ე, 36-ე, მე-40 მუხლებითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით ადგილზე თათბირით დაადგინა : 1. მოწვეულ იქნეს შპს „თბილსათბობმშენი“-ის კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა. 2. კრედიტორთა კრება ჩატარდეს 2019 წლის 23 იანვარს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), სხდომის დარბაზში №30. 3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს'' ვებგვერდზე, სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს საჯარო შეტყობინებების დაფაზე. 4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მონაწილე მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში. მოსამართლე მაია სვიანაძე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები