,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ’’ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.109.016293
27
24/12/2018
ვებგვერდი, 27/12/2018
210020010.35.109.016293
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ’’ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2018 წლის 24 დეკემბერი

ქ. მარტვილი

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ’’ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და ,,ადგილობრივი მოსაკრებლების  შესახებ’’  საქართველოს კანონის  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ’’ მარტვილის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №60 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge.28/12/2017წ, სარეგისტრაციო  კოდი 210020010.35.109.016265)   შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 4. მოსაკრებლის  განაკვეთი

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული   ობიექტების  მშენებლობისა)  ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა  ფიზიკური  და იურიდიული  პირებისათვის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე   ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების  ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს  ერთი ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო  ზონაში  სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის –  ხუთი  ლარის ოდენობით.

2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე  განისაზღვროს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ–2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ქალაქ მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში 2 (ორი) ლარის ოდენობით, სოფლების ადმინისტრაციულ ერთეულებში 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 (ხუთი) ლარის ოდენობით.

3. ხაზობრივი ნაგებობის  მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს  ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის 1 (ერთი)  ლარის ოდენობით.

4. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების  ინტენსივობის   (კ–2)  საანგარიშო  ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა  განისაზღვროს მე-2 კლასის ობიექტებისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მე-3 კლასის ობიექტებისათვის 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო მე-4  კლასის ობიექტებისათვის – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია