დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3994 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 22/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის ანგარიშგების აუდიტორად დაინიშნოს აუდიტორული ფირმა შპს ,,დელოიტ ენდ ტუში“ – საერთაშორისო აუდიტორული ფირმის ,,დელოიტ ტუშ ტომაცუს“ წევრი.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 116820 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარებში.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები გასწიოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.
4. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, აუდიტორულ ფირმასთან შპს ,,დელოიტ ენდ ტუშთან“ გააფორმოს ხელშეკრულება.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2006 წლის 22 დეკემბერი.
№3994–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები