,,ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.126.016291
49
24/12/2018
ვებგვერდი, 27/12/2018
010250000.35.126.016291
,,ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 
  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №49

2018 წლის 24 დეკემბერი

ქ. თერჯოლა

,,ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება ,,ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის, 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილის,  ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-8 პუნქტების, ,,საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №553 განკარგულების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

2. დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,ბ) წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს, ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებში, თერჯოლის ან საქართველოს სახელით მოასპარეზე 18-დან 26 წლამდე (თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი;

დ) წარმატებული ახალგაზრდა – თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 16-დან 26 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ან საერთაშორისო მასშტაბით გამართულ კულტურულ-შემოქმედებით, ინტელექტუალურ კონკურსში და მოიპოვა აღნიშნული კონკურსის დებულებით განსაზღვრული მთავარი პრიზი ან ტიტული.

3. დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,2. წარმატებულმა ახალგაზრდამ ან კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:“

4. დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) მედალოსანის წერილობითი განცხადება;

ბ) თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა სია;

გ) ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა ან კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა ან კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სამართლებრივ ურთიერთობებზე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ჯანელიძე