დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სენაკის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 61 |
დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 21/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.108.016425 |
|
„სენაკის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-80 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„1. „სენაკის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 27/12/2017 სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.108.016352) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
„მუხლი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები 14858,5 ათ.ლარით; ა.ბ) გადასახდელები 15451.5 ათ.ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 10953,1 ათ.ლარით, მათ შორის: ა.გ.ა) გათანაბრებითი ტრანსფერი 4486,6 ათ.ლარით; ა.გ.ბ) მიზნობრივი ტრანსფერი 195,0 ათ.ლარით; ა.გ.გ) ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის და სხვა მიმდინარე ღონისძიებების დასაფინანსებლად 64.5 ათ.ლარით; ა.გ.დ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები 6207,0 ათ.ლარით; ა.ე) სარეზერვო ფონდი 7,4 ათ.ლარით. ა.ვ) ფინანსური აქტივების კლება 593,1 ათ.ლარით“; დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ა.ა) 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1“. განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
.“; ა.ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2“. სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
; ა.გ) მე– 3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3“. სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 14758,5 ათასი ლარის ოდენობით.
ა.დ) მე– 4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4“. სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 2800,0 ათასი ლარის ოდენობით.
.“; ა.ე) მე– 5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5“. სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 10953,1 ათასი ლარის ოდენობით.
ა.ვ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 6“ . მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1005.4 ათ. ლარის ოდენობით.
.“; ა.ზ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7.“ სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7101,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
ა.თ) მე– 8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8.“ სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8129.7 ათასი ლარით მათ შორის: ა) განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8229.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100,0 ათასი ლარი
. ა.ი) მე–9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9“. სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის „ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ა.კ) მე–13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 13. სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 7,4 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების შესაბამისად.“; ა.ლ) მე–14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14“ . სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 195,0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 111,6 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 79,0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 4,4 ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება .“ ა.მ) მე-15 მუხლის მე-1 პუნქტის ,,1.1 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.1 . 3777,2 ათ.ლარი - გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა– შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01 ) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული იქნება ძირითადი გზები, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება ქალაქის ქუჩებში, მოიხრიშება და მოწესრიგდება თემების/სოფლის შიდა საუბნო გზები.“; ა.ნ) მე-15 მუხლის მე-1 პუნქტის ,,1.2.2 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.2.2. 1139,7 ათ.ლარი - საზოგადოებრივი მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, როგორც საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან ასევე ქალაქის სხვა ტერიტორიიდან. აგრეთვე გათვალისწინებულია ქალაქის ქუჩებისა და ტროტუარების აღდგენა, სკვერების პარკებისა და გამწვანების ობიექტების რეაბილიტაცია. შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება და სხვა ღონისძიებები.“; ა.ო) მე-15 მუხლის მე-1 პუნქტის ,,1.3 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.3. 1207,7 ათ. ლარი - მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 06) პროგრამის ფარგლებში გ ანხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების გადასასვლელებისა და ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. ამასთან, მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ტიპიური შენობა, ტექნიკური დოკუმენტაციის სრულყოფისათვის აუცილებელია მოხდეს სამშენებლო ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა. უნდა შემუშავდეს: ტერიტორიის ტოპოგრაფიული და საძირკვლის მოწყობის კონსტრუქციული სქემები, საინჟინრო ქსელების (წყალი, გაზი, კანალიზაცია, ელ.ენერგია) პროექტზე დაერთების სქემა, სამშენებლო ტერიტორიის ნაგვისაგან დასუფთავების და პროფილზე მოყვანის გეგმები. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო იქნება ელ.ტენდერის გამოცხადება და საპროექტო ორგანიზაციის გამოვლენა, რომელიც უზრუნველყოფს სრულყოფილი ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავებას მოწოდებული შენიშნვნების გათვალისწინებით.“; ა.პ) მე-15 მუხლის მე–1 პუნქტის „1.5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.5. 2487,5 ათ. ლარი – სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია (პროგრამული კოდი 03 08) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები.”; ა.ჟ) მე-15 მუხლის მე-1 პუნქტის ,,1.6 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.6. 728,4 ათ.ლარი - რეგიონის ფონდის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 10) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება რეგიონის განვითარების ფონდიდან გამოყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება.“; ა.რ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,2.2 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2.2 . 114,5 ათ.ლარი– საჯარო სკოლების დაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 04 02 ) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საჯარო სკოლებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ქალაქიდან თემში და თემიდან ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე მასწავლებელთა სუბსიდირება. აგრეთვე, კაპიტალური გრანტის სახით გამოიყო ფინანსური რესურსი, კერძოდ, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლისათვის .“; ა.ს) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,2.4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.4 . 9,1 ათ.ლარი - განათლების ღონისძიებების პროგრამა (პროგრამული კოდი 04 04) პროგრამა გულისხმობს, სენაკის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა მოტივაციის ამაღლებას; სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინირებულ თანამშრომლობას, აღსაზრდელთა და მოზარდთა შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლებას.”; ა. ტ) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ,,3.1.3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.1.3 . 10,2 ათასი ლარი – .სპორტულ ღონისძიებათა პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 03) პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობა და მოტივაციის გაზრდა, სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, წარმატებული სპორტსმენების, მწვრთნელების წახალისება, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. ოლიმპიზმის იდეების დამკვიდრება-განვითარება. .“; ა.უ) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ,,3.2.2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.2.2 . 156,3 ათასი ლარი– ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამა(პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა).ი.პ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა” რაც გამოიხატება ძირითადად შრომის ანაზღაურების სუბსიდირებაში. სკოლაში ფუნქციონირებს საფორტეპიანო, საორკესტრო(ვიოლინო) განყოფილება, საგუნდო სიმღერის სპეციალობა - სწავლის ხანგრძლივობა 7 წელი, საესტრადო განყოფილება, გიტარისსა და ხალხური საკრავთა ფასიანი ჯგუფები-სწავლის ხანრგძლივობა 5 წელია. ბავშვთა რაოდენობა სკოლაში შეადგენს 209 აღსაზრდელს. მშობელთა შენატანი თვეში: საესტრადო განყოფილებაზე 23 ლარია; ფორტეპიანოზე 25 ლარი; ვიოლინოზე 20 ლარი; საგუნდოზე 20 ლარი. ფუნქციონირებს ფასიანი ჯგუფები: გიტარა 20 და 25 ლარი. სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობენ შიდასასკოლო, რეგიონალურ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში, ფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებში. სკოლა ზრუნავს გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები, დაეხმაროს მათ პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში, მუსიკალური კარიერის გაგრძელებაში. გაეწიოს 50%-იანი შეღავათი ერთიდან 2 ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში; გაუქმდეს გადასახადი იმ მოსწავლეებისათვის, რომელთა ოჯახები იმყოფებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში 70000 დაბალი ქულა.“; ა.ფ) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ,,3.2.4 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.2.4 . 81,3 ათ.ლარი – კულტურული ღონისძიებების პრგრამა ( პროგრამაული კოდი 05 02 04) პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები უზრუნველყოფს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების სფეროებში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას, დაგეგმვასა და მისი რეალიზაციის კოორდინაციას. კულტურის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერი და შემოქმედი ახალგაზრდების მხარდაჭერას, კულტურის დღეების, გაცვლითი გასტროლების, კონკურსების, ფესტივალების, გამოფენების და სხვა აქტივობების ორგანიზებას. ა.ქ) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ,,3.3 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.3 . 1,2 ათ.ლარი– ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) ქვეპროგრამი მიზანია ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა, ახალგაზრდებისსოციალური დაცვა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა, საქართველოს მასშტაბით ექსკურსიებისა და ახალგაზრდული ბანაკების მოწყობა.“; ა.ღ) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,4.2.3 “ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.2.3. 10,1 ათ.ლარი – . კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების პროგრამა(პროგრამული კოდი 06 02 04) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურება, კერძოდ; დევნილი მოქალაქის ოჯახზე 200 ლარი; ომის ვეტერანის ოჯახზე 250 ლარი. თანხის მისაღებად გარდაცვლილი დევნილი მოქალაქის ოჯახისწევრის მიერ გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი განცხადება; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გარდაცვალების მოწმობის ასლი; გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი; სარიტუალო მომსახურების თანხის მისაღებად გარდაცვლილი ომის ვეტერანის ოჯახის წევრის მიერ გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი განცხადება; გარდაცვლილის ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი; ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. ასევე სხვა სახის დოკუმენტი განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში. დახმარებ აგაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.“; ა.ყ) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,4.2.4 “ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.2.4. 14,0 ათ.ლარი – სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: საახალწლო საჩუქარი კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ბავშვებისათვის (450 ბენეფიციარი). შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესია-მონასტრებისათვის საჩუქრის (პროდუქტების) გადაცემა; საახალწლო და სააღდგომო საჩუქარი მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებისათვის (150 ოჯახი). საახალწლო საჩუქარიდედ-მამით ობლებისა და 100 წელს გადაცილებულებისათვის. საახალწლო საჩუქარი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის (22 ოჯახი) და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის.“; ა.შ) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,4.2.5 “ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.2.5. 21,0 ათ.ლარი – ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება, კერძოდ: სრული ზარალის შემთხვევაში ერთ ოჯახზე 2500 ლარის ოდენობით; ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში 1000 ლარით. დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მოქალაქემ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: წერილობითი განცხადება;პირადობის მოწმობის ასლი; აქტი (ხანძრის შესახებ), გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ქ.სენაკის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მიერ; ცნობა (ხანძრისშესახებ), გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ქ.სენაკის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მიერ; ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ (განცხადების განმხილველი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში). ასევე სხვა სახის დოკუმენტი განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“; ა.ჩ) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,4.2.6.“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.2.6. 12,0 ათ.ლარი – სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 07) 4.2.6.1. სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების გატარების ქვეპროგრამა ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:ქვეპროგრამა ითვალისწინებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მზრუნველობამოკლებული ბავშვის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის პირებს, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და ვერ იქნენ რეინტეგრირებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებიდან, „მინდობით აღზრდისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“მომსახურებიდან დამოუკიდებლად ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის, ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით ფინანსური დახმარების გაწევას. ასევე დახმარება გაეწევათ სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო, მძიმე სოციალური პირობების მქონე პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.დახმარება გაიცემა ყოველკვარტალურად 200 ლარის ოდენობით საბიუჯეტო წლის განმავლობაში. დახმარების მისაღებად მოქალაქემ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:წერილობითი განცხადება;პირადობის მოწმობის ასლი; განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები;განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში.დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 4.2.6.2 ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების ქვეპროგრამა ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის,ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქალაქეზე (მსხვერპლზე) რომლის უფლებები დაირღვა და სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა)სტატუსის მინიჭების შემდგომ მოქალაქეზე ერთჯერადად 200 ლარის გაცემას. დახმარების მისაღებად მოქალაქემ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტი.“; ა.ც) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,4.2.7.“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.2.7. 288,8 ათ.ლარი – ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 08) პროგრამა ითვალისწინებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური,ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებასა და თანადაფინანსებას,ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. 4.2.6.1 სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების ქვეპროგრამა ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ა) სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის, ასევე სამედიცინო საგნებით (გარდა ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული დაავადებისას დაგეგმილი ადენოტონზილექტომიის, ესთეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის შემთხვევებისა) თანადაფინანსების პირობებში 18 წლამდე მოზარდებს დახმარება გაეწევა სრულად, მაგრამ არაუმეტეს 1200 ლარისა; ბ) 500 ლარამდე თანადაფინანსების შემთხვევაში(გარდა ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული დაავადებისას დაგეგმილი ადენოტონზილექტომიის, ესთეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის შემთხვევებისა) სრულწლოვან ბენეფიციარებს დახმარება გაეწევა გადასახდელი თანხის 50%-ით. სხვა შემთხვევაში, ბენეფიციარს დახმარება გაეწევა 300 ლარს დამატებული 500 ლარის ზემოთ გადასახდელი თანხის 30%, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა. გ) სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ „C“ ჰეპატიტით დაავადებული პირებს „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე დაავადების სტადიის დიაგნოსტირებისათვის აუცილებელი კვლევების თანადაფინასებისათვის დახმარება გაეწევა 150ლარით. სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვან იწევრის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს განცხადება; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი; სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა №100; ანგარიშ-ფაქტურა; კალკულაცია; მომართვა ჯანდაცვის მომსახურეობის სააგენტოდან საყოველთაო დაზღვევის მიერ დაფინანსების ოდენობის შესახებ. (აუცილებლობას არ წარმოადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მიერ ანგარიშ-ფაქტურაშივე განსაზღვრულია პაციენტის მიერ თანაგადასახდელი თანხა).შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გამწევი დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ბენეფიციარზე წინასწარ გაიცემა საგარანტიო წერილი. 4.2.6.2 მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების ქვეპროგრამა ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ა)სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონეო ჯახზე მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდება 70 ლარის ფარგლებში. ბ) სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე სამედიცინო საგნებით უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდება სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პირობების შესაბამისად. გ) ონკოლოგიურ პაციენტთა ქიმიოთერაპიული და იმუნოთერაპიული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა დ ათანადაფინანსების პირობების შესაბამისად. დ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ პაციენტთა მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება 100 ლარის მედიკამენტებით. დახმარების მთხოვნელმა, განცხადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა; ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან; ფორმა N100 სამედიცინო დაწესებულებიდან და სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში). დაფინანსება ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გამწევი დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ბენეფიციარზე გაცემული საგარანტიო წერილით.“; ა.ძ) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,4.2.8.“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.2.8. 32,5 ათ.ლარი – თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამა ითვალისწინებს თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, კერძოდ ტრანსპორტირების ყოველთვიური ხარჯების დაფინანსებას 130 ლარით (21 ბენეფიციარი).“; ა.წ) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,4.2.9.“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.2.9. 8,4 ათ.ლარი – იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.“; ა.ჭ) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,4.2.10.“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.2.10. 34,2 ათ.ლარი – მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალშვილიანი (4 და 4-ზე მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი)ოჯახების ყოველკვარტალური დახმარება (პროგრამა გავრცელდება იმ 4 შვილიან ოჯახებზე, რომლებიც სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არიან 70 000 დანაკლები სარეიტინგო ქულით) თითოეულ ბავშვზე 40 ლარის ოდენობით; (46 ოჯახი) დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა (4 და 4-ზე მეტშვილიან 18 წლამდე ასაკის) ერთ-ერთმა მშობელმა (მეუღლემ, მზრუნველმა) მერიაში უნდა წარმოადგინოს: წერილობითი განცხადება; მშობლის პირადობის მოწმობის (გარდაცვლილის შემთხვევაში - გარდაცვალების მოწმობის) ასლები; მეურვის (მზრუნველის) შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ გაცემული მეურვეობისა და მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მეურვის (მზრუნველის პირადობის მოწმობის ასლი; მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი; შვილების დაბადების მოწმობის ასლები ა.ხ) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,4.2.11.“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.2.11. 2,1 ათ.ლარი – დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამა ითვალისწინებს დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარებას, კერძოდ, ყოველკვარტალურად ერთ ბავშვზე გაიცემა 150 ლარი.(4 ბენეფიციარი) დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვების მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: წერილობითი განცხადება; ბავშვის (ბავშვების) პირადობის მოწმობის ასლი (ასლები); ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის განყოფილებიდან მეურვის ვინაობის შესახებ; მეურვის პირადობის მოწმობის ასლი. ა.ჯ) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,4.2.12.“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.2.12. 22,9 ათ.ლარი – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალურ დახმარებას, კერძოდ: ა)მხედველობის პრობლემის მქონე I და II ჯგუფის ინვალიდებზე წელიწადში ორჯერ ერთ მოქალაქეზე გაიცემა 100 ლარი; (50 ბენეფიციარი)დახმარების მისაღებად მხედველობის პრობლემის მქონე I და II ჯგუფის ინვალიდის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის ან მისი წარმომადგენლის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი განცხადება; მხედველობის პრობლემის მქონე I და II ჯგუფის ინვალიდის პირადობის მოწმობის ასლი; წარმომადგენლის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობის ასლი; სსე შემოწმების აქტის ამონაწერი; ბ) სმენადაქვეითებულ პირებზე (I და II ჯგუფის ინვალიდებზე) წელიწადში ორჯერ ერთ მოქალაქეზე გაიცემა 100 ლარი (26 ბენეფიციარი) დახმარების მისაღებად სმენადაქვეითებული (ყრუ-მუნჯები) მოქალაქის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: წერილობითი განცხადება; ყრუ-მუნჯი მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; წარმომადგენლის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობის ასლი. სსე შემოწმების აქტის ამონაწერი; გ) ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომითა და აუტიზმით დაავადებულ პირებზე წელიწადში ორჯერ ერთ პირზე გაიცემა 100 ლარი; ქვეპროგრამის ამოცანაა განვითარების შეფერხების რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება გონებრივი განვითარების შეფერხების (მათ შორის, დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი ) მქონე პირები, რომლებზეც წელიწადში ორჯერ გაიცემა 100 ლარი. ქვეპროგრამის ამოცანაა განვითარების შეფერხების რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთაგან ვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადებას თან უნდა ერთოდეს: პირის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი; მოზარდის შემთხვევაში მისი დაბადების მოწმობის ასლი; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა)სსე შემოწმების აქტის ამონაწერი; ა.ჰ) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,4.2.12.“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.2.12. 4,1 ათ.ლარი – სოციალური ღონისძიებების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 15) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხანდაზმულთა სოციალური დახმარებას, კერძოდ: ა)100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე კვარტალურად ერთ ხანდაზმულზე გაიცემა 200 ლარი (3 ბენეფიციარი); დახმარების მისაღებად ხანდაზმული (100 და მეტი წლის ასაკის) პირის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: ხანდაზმული პირის წერილობითი განცხადება; ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი - თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია; ბ) სამამულო ომის ვეტერანზე (9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით) გაიცემა 200 ლარი (6 ბენეფიციარი). დახმარების მისაღებად მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: წერილობითიგანცხადება; სამამულო ომის ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი; სამამულო ომის ვეტერანის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობა; გ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილეთათვის (26 აპრილს) გაიცემა 100 ლარი. (13 ბენეფიციარი).დახმარების მისაღებად მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობის ასლი. ა.ჰ.1) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,4.2.15.“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.2.15. 59,583 ათ.ლარი – სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის სამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 17) პროგრამის მიზანიას სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. კერძოდ, ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე საკუთრებაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლის სახურავის სარემონტო სამუშაოებისათვის 2000 ლარის ფარგლებში საამშენებლო მასალების (აზბესტოცემენტის ტალღოვანი ფურცელი, ხის მასალა) გადაცემას. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ქსეროასლი; სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; საცხოვრებელი სახლის საკუთრების/ფაქტობრივი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის შუამდგომლობა. წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა განხორციელდება ერთობლივი კომისიის (შემდგომში –კომისიის) მიერ. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 9 წევრით, მათ შორის საკრებულო კომისიაში წარმოდგენილია 3 წევრით. კომისია სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას თითოეულ ოჯახზე არაუმეტეს 2000 ლარის ფარგლებში სამშენებლო მასალის გამოყოფის თაობაზე. კომისიის სხდომის ოქმი დასკვნასთან ერთად წარედგინება სენაკის მუნიციპალიტეტის მერს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე გამოყოფილი სამშენებლო მასალის გადაცემა განხორციელდება სათანადო მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე. გადასაცემი სამშენებლო მასალის შეძენა განხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ა.ჰ.2) მე-16 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16’’. სენაკის მუნიციპალიტეტის ასიგნებები განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები