„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 66/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.017623
66/ნ
31/12/2018
ვებგვერდი, 03/01/2019
430050000.22.022.017623
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №66/ნ

2018 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2017; სარეგისტრაციო კოდი: 430050000.22.022.017259) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის“:

1. მე-2 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას, სექტორების მიხედვით, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამისი საჯარო სკოლა, რომელიც ვალდებულია თითოეულ პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის არაუმეტეს 10% განსაზღვროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. რიცხოვნობის განსაზღვრისას დამრგვალება ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სასარგებლოდ. რიცხოვნობის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება ინტეგრირებულ კლასში ჩასარიცხი ბავშვების რაოდენობა;

ბ)  პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-12 პუნქტები:

„11. იმ საჯარო სკოლებისთვის, რომლებშიც ფუნქციონირებს/გაიხსნება ინტეგრირებული კლასი/კლასები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 10%-ის გარდა უნდა ჩაირიცხოს არაუმეტეს 8 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე.

12. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რიცხოვნობის ფარგლებში, ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის დაურეგისტრირებლობის ან ამ წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საჯარო სკოლა უფლებამოსილია აღნიშნული რიცხოვნობა გამოიყენოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციისთვის.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო სკოლა ვალდებულია სექტორების შესაბამისად პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა) რიცხოვნობის შესახებ მონაცემები ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ფარგლებში.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეგისტრაცია ხორციელდება ოთხ ეტაპად:

ა) პირველ ეტაპზე – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის;

ბ) მეორე ეტაპზე – იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ საჯარო სკოლაში, რომელთა მშობელი/მეურვე/მზრუნველი ამ საჯარო სკოლის თანამშრომელია, რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;

გ) მესამე ეტაპზე – იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრეს (საყოველთაო რეგისტრაცია);

დ) მეოთხე ეტაპზე – ამ პუნქტის „ა“-„გ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების საჯარო სკოლაში წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ ან თავისუფალ ადგილებზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ  შემთხვევებში,  პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, რეგისტრაციას/რეგისტრაციის გაუქმებას უზრუნველყოფს ის საჯარო სკოლა, სადაც მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს სურს რომ ჩაირიცხოს მოსწავლე.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეგისტრაციას ახორციელებს პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10-მე-14 პუნქტები:

„10. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში რეგისტრაციის შემთხვევაში, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენლი უთითებს პირის სავარაუდო სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებაზე და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის შეფასების მოთხოვნის მიზნით ავსებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მომართვის ფორმას, რომელსაც დაურთავს შესაბამის დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

11. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობა, ასევე პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის  კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზით პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეუფასებლობა,  არის სკოლის მიერ პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლე უნდა დარეგისტრირდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვადაში.

12. სკოლა ვალდებულია, ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის რეგისტრაციიდან მოხსნა ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადების გამოცხადებამდე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.

13. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რეგისტრაციის გამოცხადების, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და დასკვნის მომზადების ვადები დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი