დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4096-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380000000.05.001.019348 |
|
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1.
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.06.96, გვ. 12) 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 49. მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფი (სამთო მაშველი) და წიაღით მოსარგებლის ვალდებულებები ავარიის ლიკვიდაციის დროს წიაღით მოსარგებლე ვალდებულია, დადგენილი წესის შესაბამისად, შექმნას კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფი (სამთო მაშველი) ან ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სპეციალიზებული სამთო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) მომსახურებით სამთო გვირაბებზე ავარიების, მათ შორის, ნავთობისა და გაზის ჭაბურღილებზე ღია შადრევნების გაჩენის, თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 22 დეკემბერი 2018 წ. N4096-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები